ბოროტი განზრახვა არ ყოფილა, შეცდომა იყო – პაპუაშვილი ქუთაისში შემაჯამებელი ოქმის წინასწარ შევსებაზე

232

“ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, შალვა პაპუაშვილის, განმარტებით, ქუთაისის 124-ე უბანზე მომხდარი ინციდენტი უბრალოდ შეცდომა იყო და არა ბოროტი განზრახვა.

“სინამდვილეში მოხდა შეცდომა უბანზე, მდივანს მოუვიდა შეცდომა და საკონტროლო ოქმი ეგონა და შეავსო ნამდვილი ოქმი. ბოროტი განზრახვა არ ყოფილა, ეს იყო შეცდომა და ეს შეცდომა ჩასწორდება”, – თქვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, უბნებზე სერიოზული დარღვევები არ ყოფილა და ყველა ინციდენტი ოპოზიციის წევრებს: ელენე ხოშტარიას, ანა წითლიძეს და გიორგი მუმლაძეს უკავშირდება.