თელავში, რამდენიმე ამომრჩეველს სამის ნაცვლად, მხოლოდ ერთი სახის ბიულეტენები მისცეს – ხმები გაბათილდა

226

თელავში, #9-ე საარჩევნო უბანზე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა დარღვევა დააფიქსირეს. საჩივრის მიხედვით, გაირკვა, რომ უბნის რეგისტრატორმა, 6 ამომრჩეველს სამი სხვადასხვა ბიულეტენის ნაცვლად, ერთი სახის ბიულეტენები გადასცა.

კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრატორი მხოლოდ ოპოზიციის პროტესტის შემდეგ შეცვალა.

“ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ ეს მიზანმიმართული ქმედებაა, რადგან, მსგავსი დარღვევით გაცემული ბიულეტენი გაბათილებას ექვემდებარება. მათივე თქმით, დარღვევით ბიულეტენებს მხოლოდ ოპოზიციის მხარდამჭერებს აძლევენ.

ერთ-ერთ უბანზე კომისიის წევრად არაუფლებამოსილი პირი მიიყვანეს. ხმაურიანი ურთიერთშელაპარაკების შემდეგ კი, წევრს უბანი დაატოვებინეს. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მომხდარს მხოლოდ “ადამიანურ შეცდომას” უწოდებს, თუმცა, ადასტურებს, რომ ექვსივე ბიულეტენი გაბათილდა და ხმები დაიკარგა.