არის ორი მუნიციპალიტეტი, სადაც ბოროტებას თეორიული და პრაქტიკული შანსი აქვს გაიმარჯვოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ამომრჩევლებს მაქსიმალური აქტივობისკენ.
„ეს მონაცემები ემყარება აქტივის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. კიდევ გავიმეორებ, 18 მუნიციპალიტეტიდან 20 მუნიციპალიტეტში ჩვენ მყარად ვიგებთ არჩევნებს, თუმცა არის ორი მუნიციპალიტეტი, რა თქმა უნდა, მათ არ დავასახელებ, სადაც „ნაცმოძრაობის“ კანდიდატები...
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევნო უბნებთან ეგზიტპოლები კუსტარული წესით ტარდება.
როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეგზიტპოლი ტარდება ადამიანების მიერ, რომლებიც საერთოდ ვერ ერკვევიან, რას აკეთებენ.
მისივე თქმით, „სავარაუდოდ, ეს იგივე ადამიანები არიან, ვინც ეგზიტპოლებს მთავარი არხისა და IPSOS-ისთვის ატარებდნენ, რაც ადასტურებს, თუ როგორ ტარდებოდა ეგზიტპოლები და რატომ იყო ამხელა აცდენა“.
„მას შემდეგ, რაც გასკდა საქმე, რომელიც მთავარი არხისა და IPSOS- ის მიერ...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტი დაფიქსირდა. ინფორმაციას და შესაბამის ვიდეომასალას "გურიის მოამბე" ავრცელებს.
ვიდეოში ჩანს, რომ პიროვნებამ, რომელსაც, სავარაუდოდ, თანხა გადასცეს, ეს პირადად დაადასტურა.
გლდანის N84 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა შეჩერდა. ამ წუთებში ადგილზე ხმაურია. დაპირისპირება ოპოზიციისა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს შორის მოხადა. ინფორმაციას ფორმულა ავრცელებს.
ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, საარჩევნო უბანზე ქართული ოცნების აქტივისტები მივიდნენ და პროვოკაციის მოწყობას ცდილობდნენ.
დროას დამკვირვებლის, თამარ კაკაბაძის თქმით, კომისიის გადაწყვეტილებით, უბნიდან მათი ორი დამკვირვებელი გააძევეს.
"დილიდან ქართული ოცნების აქტივისტები შაკო კუჭაშვილი და ოთო რაჭველიშვილი იყვნენ შემოსული უბანზე, ცდილობდნენ ოპოზიციის...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე ინფორმაციის გავრცელებისა და აუდიოჩანაწერების გასაჯაროების აუცილებლობას განმარტავს.
სუსის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მიღებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პირთა გარკვეული ჯგუფი ახორციელებდა შეთქმულებას ხელისუფლების დასამხობად.
„გამოძიების ფარგლებში, დაუყონებლივ გატარდა სათანადო ზომები და სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების მხოლოდ ნაწილი, რომლის გასაჯაროებაც მიზანშეწონილად ჩაითვალა, გუშინ იხილა საზოგადოებამ.
გამოძიების დაწყებისა და წარმოების ლეგიტიმური...
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტიის კანდიდატები მყარად იგებენ არჩევნებს 20 მუნიციპალიტეტიდან 18-ში, „ნაცმოძრაობის“ კანდიდატები ორ მუნიციპალიტეტში არიან ახლოს 50%-იან ზღვართან. ამის შესახებ მან პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„საარჩევნო ოლქების უმრავლესობაში ფიქსირდება მაღალი აქტივობა, თუმცა აუცილებელია კიდევ უფრო მეტი აქტიურობა, რათა არცერთ მუნიციპალიტეტში არ დავუშვათ იმ პოლიტიკური ძალის გამარჯვება, რომელსაც ერთადერთ მიზნად ქვეყანაში არეულობის კერების შექმნა...
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებისგან მიღებული ინფორმაციით, ფიქსირდება უბნის შიგნით ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტები, რაც გამოიხატება კომისიის წევრების და უბანზე ყოფნის უფლების მქონე სხვა პირების მიერ კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ვინაობისა და პირადი მონაცემების მონიშვნაში. კვლავ გამოვლინდა ორგანიზაციის დამკვირვებლების უფლების შეზღუდვის ფაქტები, მათ შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა/ზეწოლა. ხარვეზები ფიქსირდება ამომრჩეველთა სიებთან და ბიულეტენების გაცემასთან დაკავშირებითაც. უბნის გარეთ კვლავ ფიქსირდებოდა პირთა საეჭვო შეკრებები....
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრის მირდატ ქამადაძის განცხადებით, ბათუმში საარჩევნო უბნებზე 30 საჩივარი შეადგინეს, აქედან ოთხი საოლქო საარჩევნო კომისიაში წარადგინეს. როგორც მირდატ ქამადაძემ განაცხადა, საარჩევნო უბნებთან მობილიზებული არიან ე.წ. ძველი ბიჭები.
მისივე თქმით, ჯავახიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან ფულის გადაცემის ფაქტი დააფიქსირეს. მისი თქმით, აღნიშნულის ვიდეო მასალა აქვთ.
"მერვე საარჩევნო უბანზე მისულ მოქალაქეებს მათი გვარის გასწვრივ ხელი მოწერილი დახვდათ, ეს გვაძლევს...
ხმაური ზუგდიდში - "ნაცმოძრაობის" პრესსამსახურის თანამშრომელს, ნენე დალაქიშვილს ზიზიკური შეურაცხყოფა პირდაპირ 26-ე საარჩევნო უბანზე მიაყენეს. მას თავს "ქართული ოცნების" დამკვირვებელმა ხელის მაშინ დაარტყა, როცა როცა ოპოზიციამ ე.წ. კარუსელის ფაქტი აღკვეთა. ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.
როგორც დალაქიშვილი ამბობს, ის უბანზე მას შემდეგ გამოცხადდა, რაც საარჩევნო პროცესს ენმ-ს დამკვირვებლები ჩამოაშორეს. საკითხის გარკვევისას კი მას აგრესიული მამაკაცი დაესხა.
მოგვივიდა ინფორმაცია, რომ აი, ამ კონრეტულ უბანზე,...
ბათუმის თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან, რომელიც პერიფერიულ ნაწილში მდებარეობს, ოცნების მხარდამჭერების მობილიზება ხდება. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
კოორდინატორები კამერების დანახვისას იმალებიან, სიებს მალავენ და ჟურნალისტების კითხვებს გაურბიან. ის ვინც გაქცევას ვერ ასწრებს აგრესიაზე გადადის.
ბევრი მათგანი აღიარებს, რომ მობილიზება მმართველი პარტიის მახრდაჭერას უკავშირდება.
დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდელები მე მიჭერენ მხარს. დამიდგეს ჩემი კონკურენტი, ერთად გავიაროთ ქუჩებში და ვისაც უფრო მეტი მოწონება ექნება, ვნახავთ მაგას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, ანზორ მელიამ ჟურნალისტებს ზუგდიდში, ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, სჯერა, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას მოიპოვებს.
„ბედნიერი ვარ, რომ მოვესწარი ამ დღეს. ვიყავი ჩემი მშობლების სასაფლაოზე. მივედი, ვუთხარი მშობლებს, რომ დამლოცეთ-მეთქი....
ზოგიერთ ქალაქში შეინიშნება სიტუაციის დაძაბვის მცდელობა და სამწუხაროა, რომ ეს მცდელობები ძირითადად გარკვეული მედიასაშუალების მხრიდან ხდება, - ამის შესახებ მოქმედმა მერმა და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა.
მან ასევე განმარტა, რომ მოქალაქეებს, მათ შორის პარტიის აგიტატორებს და აქტივისტებს ფოტოსურათებიანი სიების ქონის და ამ სიების მიხედვით ამომრჩევლების აღრიცხვის უფლება აქვთ.
„პირველ რიგში, მადლობას ვუხდი თითოეულ ამომრჩეველს, თითოეულ თბილისელს, ჩვენს თითოეულ...
დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძეს შტაბში “გურია ნიუსს“ განუცხადეს, რომ ქალაქ ოზურგეთის 60/01 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი თავისი პოზიციის დაფიქსირების შემდეგ დახია. ამის შესახებ გურიანიუსი წერს.
“ამომრჩეველმა თავისი პოზიციის დაფიქსირების შემდეგ საარჩევნო ბიულეტენს ფოტო გადაუღა, რასაც მოყვა მცირე კამათი. ამომრჩეველს უთხრეს, რომ მას ამის უფლება არ ჰქონდა, რის შემდეგ მან ბიულეტენი დახია“, _ გვითხრეს შტაბში.
კონსტანტინე შარაშენიძის შტაბში ასევე გვითხრეს, რომ ტრადიციულად,...
ცესკოს ინფორმაციით, 15:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩევლის აქტივობამ 31,82% შეადგინა, რაც 664 573 ამომრჩეველია.
ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამომრჩევლის აქტივობის კვლავ რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება და 45,4%-ია. ყველაზე დაბალი აქტივობა ისევ მცხეთა-მთიანეთშია 26,9%.
თბილისში ამომრჩევლის აქტივობა 30,8%-ს შეადგენს, რაც ჯამში 308 856 ამომრჩეველია.
ოლქების მიხედვით დედაქალაქში ყველაზე მაღალი აქტივობა 34,2% დიდუბეშია, ყველაზე დაბალი 27,4% ისანში.
ურეკის საარჩევნო უბნიდან კონსტანტინე შარაშენიძის წარმომადგენელი გააძევეს. ამის შესახებ გურიანიუსი წერს.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, აღნიშნულმა პიროვნებამ ფარულობის პრინციპი დაარღვია. წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მან ერთ-ერთი ამომრჩევლის ხმის მიცემის პროცედურა გადაიღო.
ამ წუთებზე ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები სიტუაციაში გასარკვევად ურეკში მიდიან.
ზუგდიდის მეორე საარჩევნო უბნიდან, სხვადასხვა ორგანიზაციის 3 დამკვირვებელი გააძევეს. კერძოდ, გაძევებულები არიან ნინო გოგიბერიძე, "ახალგაზრდა თაობა", მამუკა შალამბერიძე "მწვანე დედამიწა" და ალექსანდრე ნინუა - "აჭარის განვითარების ცენტრი". ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
ალექსანდრე ნინუას თქმით, ის უბანში აკვირდებოდა საარჩევნო პროცესს, როცა შემოვარდა ვიღაც და ყვირილით მიმართა, რომ პანდემია იყო და უკან დაეხია. თავად ამტკიცებს, რომ ყველა წესს იცავდა, თუმცა საბოლოოდ, კომისიის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































