კობახიძე: არის ორი მუნიციპალიტეტი, სადაც ბოროტებას თეორიული და პრაქტიკული შანსი აქვს გაიმარჯვოს

626

არის ორი მუნიციპალიტეტი, სადაც ბოროტებას თეორიული და პრაქტიკული შანსი აქვს გაიმარჯვოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ამომრჩევლებს მაქსიმალური აქტივობისკენ.

„ეს მონაცემები ემყარება აქტივის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. კიდევ გავიმეორებ, 18 მუნიციპალიტეტიდან 20 მუნიციპალიტეტში ჩვენ მყარად ვიგებთ არჩევნებს, თუმცა არის ორი მუნიციპალიტეტი, რა თქმა უნდა, მათ არ დავასახელებ, სადაც „ნაცმოძრაობის“ კანდიდატები 50%-იან ზღვართან ახლოს არიან, ბოროტებას თეორიული შანსი აქვს პრაქტიკულიც გაიმარჯვოს, ამიტომ საჭიროა მაქსიმალური აქტიურობა, რათა არცერთ მუნიციპალიტეტში ბოროტების გამარჯვება არ დავუშვათ“, – განაცხადა კობახიძემ.