ხმაური ზუგდიდში – “ნაცმოძრაობის” პრესსამსახურის თანამშრომელს, ნენე დალაქიშვილს ზიზიკური შეურაცხყოფა პირდაპირ 26-ე საარჩევნო უბანზე მიაყენეს. მას თავს “ქართული ოცნების” დამკვირვებელმა ხელის მაშინ დაარტყა, როცა როცა ოპოზიციამ ე.წ. კარუსელის ფაქტი აღკვეთა. ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.
როგორც დალაქიშვილი ამბობს, ის უბანზე მას შემდეგ გამოცხადდა, რაც საარჩევნო პროცესს ენმ-ს დამკვირვებლები ჩამოაშორეს. საკითხის გარკვევისას კი მას აგრესიული მამაკაცი დაესხა.
მოგვივიდა ინფორმაცია, რომ აი, ამ კონრეტულ უბანზე, ზუგდიდის 26-ე უბანზე მცდელობა ჰქონდა კარუსელის დატრიალებას. ჩვენმა დამკვირვებლებმა ეს არ დაუშვეს და ეს გოგოები გაუშვეს უბნიდან. ამასობაში მოვედით, დავინახე ორი ბიჭი, რომლებსაც არც ბეიჯი ეკეთათ. სწორედ ამის გამო, როდესაც უბანზე ვიკითხე რა ხდება, ჩვენს დამკვირვებელს, რომელმაც ეს ამბავი გვაცნობა, “ქართული ოცნების” დამკვირვებელი მიუვარდა და საქმეს ურჩევდა. ხელით შემეხო იმიტომ, რომ არ გადამიღოო, – ამბობს დალაქიშვილი.
https://www.facebook.com/tvpirveli/videos/186027220356295/