გლდანის N84 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა შეჩერდა – ადგილზე ხმაურია

452

გლდანის N84 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა შეჩერდა. ამ წუთებში ადგილზე ხმაურია. დაპირისპირება ოპოზიციისა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს შორის მოხადა. ინფორმაციას ფორმულა ავრცელებს.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, საარჩევნო უბანზე ქართული ოცნების აქტივისტები მივიდნენ და პროვოკაციის მოწყობას ცდილობდნენ.

დროას დამკვირვებლის, თამარ კაკაბაძის თქმით, კომისიის გადაწყვეტილებით, უბნიდან მათი ორი დამკვირვებელი გააძევეს.

“დილიდან ქართული ოცნების აქტივისტები შაკო კუჭაშვილი და ოთო რაჭველიშვილი იყვნენ შემოსული უბანზე, ცდილობდნენ ოპოზიციის დამკვირვებლების გამოწვევას. ჩვენ არ ვყვებოდით ამ პროვოკაციებს, გარკვეული რეპლიკები ჰქონდათ. მაგალითად, კახა ალადაშვილის გაძევების მიზეზი გახდა ის, რომ მან დაჟინებული მზერით შეხედა ერთ-ერთ ამომრჩეველს.

შაკო კუჭაშვილმა დაიწყო უბანზე ადამიანებისთვის შეურაცხყოფის მიყენება, ყვირილი, ღრიალი. ამის შემდეგ კომისიამ უყარა კენჭი და ჩვენს ორ დამკვირვბებელს დაატოვებინეს უბანი”, – ამბობს დროას დამკვირვებელი თამარ კაკაბაძე.