„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტიის კანდიდატები მყარად იგებენ არჩევნებს 20 მუნიციპალიტეტიდან 18-ში, „ნაცმოძრაობის“ კანდიდატები ორ მუნიციპალიტეტში არიან ახლოს 50%-იან ზღვართან. ამის შესახებ მან პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„საარჩევნო ოლქების უმრავლესობაში ფიქსირდება მაღალი აქტივობა, თუმცა აუცილებელია კიდევ უფრო მეტი აქტიურობა, რათა არცერთ მუნიციპალიტეტში არ დავუშვათ იმ პოლიტიკური ძალის გამარჯვება, რომელსაც ერთადერთ მიზნად ქვეყანაში არეულობის კერების შექმნა აქვს დასახული. არსებული მონაცემებით უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი კანდიდატები მყარად იგებენ არჩევნებს 20 მუნიციპალიტეტიდან 18-ში. „ნაცმოძრაობის“ კანდიდატები ორ მუნიციპალიტეტში არიან ახლოს 50%-იან ზღვართან. შესაბამისად, საჭიროა ამომრჩევლის მაქსიმალური აქტიურობა, რათა ბოროტებამ არცერთ მუნიციპალიტეტში არ გაიმარჯვოს“, – განაცხადა კობახიძემ.