ურეკის საარჩევნო უბნიდან კონსტანტინე შარაშენიძის წარმომადგენელი გააძევეს. ამის შესახებ გურიანიუსი წერს.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, აღნიშნულმა პიროვნებამ ფარულობის პრინციპი დაარღვია. წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მან ერთ-ერთი ამომრჩევლის ხმის მიცემის პროცედურა გადაიღო.
ამ წუთებზე ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები სიტუაციაში გასარკვევად ურეკში მიდიან.