ცესკოს მონაცემებით, 17:00 საათისთვის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 39,5% შეადგინა. პირველ ტურში აქტივობა იყო 41,35%. არჩევნებზე 825 129 ადამიანი მივიდა. აქტივობა თვითმმართველ ქალაქებსა და ზუგდიდში: თბილისი - II ტური 38,7%; I ტური 39,1% ქუთაისი - II ტური 36,6%; I ტური 35,2% ბათუმი - II ტური 42,2%; I ტური 42% ფოთი - II ტური 41,8%; I ტური 43% რუსთავი - II ტური 41,2%;...
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ანა წითლიძის ინფორმაციით, ზუგდიდის 21-ე საარჩევნო უბნიდან კომისიის ორი წევრი გააძევეს. მისივე ინფორმაციით, "ქართული ოცნების" დამკვირვებელს თინათინ კაკაჩიას ბიულეტენები ჰქონდა და ოთახში იყო გამოკეტილი. წითლიძის ინფორმაციით, ადგილზე მოსულმა პოლიციამ დანაშაულის აღკვეთის ნაცვლად, კომისიის წევრები გამოაძევა. რაც შეეხება, კომისიის თავმჯდომარეს, მან კომენტარზე უარი განაცხადა, ხოლო თინათინ კაკაჩია ამბობს, რომ „ის არსად არ იყო გამოკეტილი და საპირფარეშოში იმყოფებოდა“.
„რუსთავში არჩევნები მშვიდ ვითარებაში ტარდება, ეს არის რეალობა, რაც ძალიან სწყინს "ნაციონალურ მოძრაობას" და შესაბამისად, ამ პარტიის „ზონდერები“ - კრებითი შაშკინები, ცალკეულ უბანზე ხელოვნურად ქმნიან დაძაბულობის სურათს, ეს მათ არ გამოუვათ", - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა რატი იონათამაშვილმა. მისივე თქმით, დილით მოისმინეს ამერიკის ელჩის შეფასება, რომლის თანახმადაც, რუსთავში არჩევნები მშვიდ ვითარებაში ტარდება. „ეს არის რეალობა, რაც ძალიან წყინს „ნაციონალურ მოძრაობას“ და შესაბამისად,...
გვაქვს ინფორმაცია მედიაზე, საარჩევნო დამკვირვებლებზე, თავდასხმების განხორციელების შესახებ, ასევე ფიზიკური დაპირისპირებისა და სხვადასხვა ფაქტების შესახებ. მოვუწოდებ ყველას სიმშვიდისკენ, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩევლებს უსაფრთხო გარემოში ხმის მიცემის საშუალება ჰქონდეთ, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, განაცხადა. ეს არჩევნები ასევე არის შესაძლებლობა, რომ ვიხილოთ, როგორ მუშაობს გასულ ზაფხულში მიღებული საარჩევნო რეფორმები. ჩვენ ვნახეთ გარკვეული გაუმჯობესება, მაშ შორის, გადათვლის სისტემა, ძალიან...
წინა სტატია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს, ასევე, მედიასაშუალებებს, პატივი სცენ ადამიანების პირად ცხოვრებას და დაიცვან სამართლიანი ბალანსი, ერთი მხრივ, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასა და მეორე მხრივ, საჯარო ინტერესის მქონე საკითხზე საზოგადოების ინფორმირების ლეგიტიმურ ინტერესს შორის, - ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს, მათ ხელთ არსებული პერსონალური მონაცემები „დაამუშაონ სამართლიანად და კანონიერად,...
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის, ფეისბუქზე, დღეს, 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის გაშუქებისას, ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს აქვეყნებს. ორგანიზაციის განცხადებით, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ხელი შეეშალათ პროფესიული საქმიანობის შესრულებაში და მმართველი პარტიის წარმომადგენლება მათ შეურაცხყოფა მიაყენეს. "დღეს, 2021 წლის 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის გაშუქებისას 16:00 საათამდე დაფიქსირდა შემთხვევები, როცა ჟურნალისტებს და ოპერატორებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა თავისუფლად შეესრულებინათ მათი პროფესიული მოვალეობა. მათ...
17 საათის მონაცემებით, "მრავალეროვანი საქართველოს" დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 32 ინცინდენტი. ამ დრომდე „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლების მიერ საარჩევნო კომისიებში შევიდა 2 საჩივარი, რომელთაგან ერთი საჩივარი გადავიდა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. N20 რუსთავის 61-ე საარჩევნო უბანზე, დაფიქსირდა დამკვირვებლის უფლების უკანონო შეზღუდვა. N20 რუსთავის 31-ე საარჩევნო უბანზე, ,,სამოქალაქო პლატფორმა 2020“ დამკვირვებელი რეგისტრატორის მაგიდაზე, მობილური ტელეფონის მეშვეობით აწარმოებდა სამაგიდო სიების ვიდეოგადაღებას. ,,მრავალეროვანი საქართველოს“ მოთხოვნის...
15 საათის მონაცემებით, ოპოზიცია ბათუმში 90%-ით იმარჯვებს, - ამის შესახებ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს. მათი თქმით, დღის მეორე ნახევარში ხელისუფლება გაყალბებისთვის ემზადება. “15 საათის მონაცემებით, ბათუმში საარჩევნო უბნების 90 პროცენტს ოპოზიცია - გიორგი კირთაძე იგებს. მთელი ოპოზიციური ერთობა მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ გამოვიჩინოთ ყურადღება და არჩევნებზე მივიდეთ. დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია და აირჩიეთ ოპოზიციური ბათუმი. თითოეული ხმა მნიშვნელოვანია. ვხედავთ, რომ "ქართული...
წინა სტატია ერთი პირის ორ პირადობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე ცესკომ განცხადება გააკეთა. ცესკო ცნობას დეზინფორმაციას უწოდებს და განმარტავს, რომ მოქალაქე ამომრჩეველთა სიაში მხოლოდ ერთხელ არის შეყვანილი. "აქტიურად დაიწყო თემით მანიპულირება სოციალურ ქსელებშიც და მედიაშიც სხვადასხვა ჩართული მხარეების მიერ, რომელიც ეხება ერთ პირზე გაცემულ ორ პირადობას. ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია და გაცნობებთ, რომ ეს მოქალაქე ამომრჩეველთა სიაში მხოლოდ ერთხელ...
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში ერთ- ერთ ამომრჩეველს ,,ქართული ოცნების” კოორდინატორმა, პირადობა გუშინ გამოართვა, რის გამოც პენსიონერი ხმის მიცემას ვერ ახერხებდა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, პირადობის მოწმობების ჩამორთმევის ფაქტები დაფიქსირდა გუშინ, სოფელ კურდღელაურში, ნაფარეულში, აკურაშიც. გადასატან ყუთში ვერ მოხვდნენ, კოვიდინფიცირებული პირებიც, რომლებმაც განაცხადით უბნებს თავის დროზე მიმართეს. ასევე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში, დამკვირვებლად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, აკაკი ნატროშვილი იმყოფება და...
კატეგორიულად მოვითხოვთ, შეწყდეს ეგზიტპოლის მწარმოებლებზე ზეწოლა და ხელის შეშლა, - განცხადება ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა გააკეთა. ნიკა გვარამიას ინფორმაციით, "მთავარ არხის" ეგზიტპოლის ჩატარებაში უბნებზე ხელს უშლიან, რის გამოც ამის შესახებ ეცნობებათ საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე შსს-ს: "ძირითადი პრობლემებია თანამშრომლების მუშაობის ხელის შეშლა ეგზიტპოლის და ზოგგან ფიზიკური შეურაცხყოფა და შევიწროებაც კი. პატრული იღებს ამაში მონაწილეობას. რეალურად აქვს...
ზუგდიდში N10 საარჩევნო უბანზე ხმაურია. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ დამკვირვებელს, რომელიც დარღვევებს აპროსტესტებდა, უბანი დაატოვებინეს. ინფორმაციას ფორმულა ავრცელებს. მედიასთან საუბარში ის ამბობს, რომ კომისიის წევრები ბიულეტენებს ხელს არ აწერენ და არც ბეჭედს არტყამენ, რაზეც მან რეაგირება მოახდინა. დამკვირვებლის თქმით, ამის შემდეგ პოლიციის უფროსის მოადგილემ მას ძალის გამოყენებით დაატოვებინა შენობა. "პოლიციის უფროსის მოადგილემ ზეწოლა განახორციელა ჩემზე, გამაგდო რეციდივისტივით. ქუჩის ბიჭები დგანან და იმათ არ ეუბნებიან...
ერთი ადამიანი, ერთი პირადი ნომრით და ორი საარჩევნო ხმით - "TV პირველი" ფოტოებს ავრცელებს.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში საია საზოგადოებას კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ 16 საათის მდგომარეობით არსებულ მონაცემებს აცნობს. ჩვენს დამკვირვებლებზე დაყრდნობით,  წარმოგიდგენთ ინფორმაციას საარჩევნო გარემოსა და დარღვევების შესახებ, რომლებიც კენჭისყრის მიმდინარეობის დროს საარჩევნო უბნებსა და გარე პერიმეტრებზე გამოვლინდა. გრძელდება პირველი ტურის ტენდენცია, რომელიც გარკვეულ უბნებზე საიას დამკვირვებლებისთვის დაბრკოლებების შექმნაში გამოიხატება როგორც კომისიის წევრების, ისე სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების...
ზუგდიდის 26-ე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ქეთევან კუპრავა უარყოფს ინფორმაციას, რომ აღნიშნულ უბანზე ე.წ. კარუსელის დატრიალების მცდელობას ჰქონდა ადგილი. კუპრავა “ინტერპრესნიუსთან” გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურის წარმომადგენლის, ნენე დალაქიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ცოტა ხნის წინ, 26-ე უბანზე “ქართული ოცნების” დამკვირვებელი ე.წ. კარუსელის დატრიალებას ცდილობდა. „არ მინახავს აქ, ისეთი ადამიანი მოსული, რომელსაც ე.წ. კარუსელის დატრიალების მცდელობა ჰქონოდა. ასეთი შემთხვევა აქ არ ყოფილა. მაშინ...
„ქართული ოცნების“ ფოთის მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მეორე ტურში ის იმარჯვებს და ამის შესახებ იციან „ნაცმოძრაობის“ კანდიდატის, გიგი უგულავას საარჩევნო შტაბშიც. „ფოთის N12 უბანზე მომხდარი ინციდენტი იყო ერთადერთი შემთხვევა, სადაც ოპოზიციამ ხელოვნურად რაღაც დაძაბულობა შექმნა. რეალურად, პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში. ჩვენი ერთადერთი მიზანია, რომ ასე გაგრძელდეს ბოლომდე. მადლობას ვუხდი ჩვენს მხარდამჭერებს აქტიურობისთვის და მოვუწოდებ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ