თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში ერთ- ერთ ამომრჩეველს ,,ქართული ოცნების” კოორდინატორმა, პირადობა გუშინ გამოართვა, რის გამოც პენსიონერი ხმის მიცემას ვერ ახერხებდა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, პირადობის მოწმობების ჩამორთმევის ფაქტები დაფიქსირდა გუშინ, სოფელ კურდღელაურში, ნაფარეულში, აკურაშიც.
გადასატან ყუთში ვერ მოხვდნენ, კოვიდინფიცირებული პირებიც, რომლებმაც განაცხადით უბნებს თავის დროზე მიმართეს.
ასევე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში, დამკვირვებლად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, აკაკი ნატროშვილი იმყოფება და საარჩევნო კაბინაში, რამდენიმე ამომრჩეველს ერთად უშვებს.
ინფორმაციას ამის შესახებ, უბანზე მყოფი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებლები ავრცელებენ.
მათი განმარტებით, ნატროშვილი ქართული ოცნების კანდიდატის სასარგებლოდ ცდილობს ამომრჩევლის ნებაზე გავლენა მოახდინოს.