17 საათის მონაცემებით, “მრავალეროვანი საქართველოს” დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 32 ინცინდენტი.
ამ დრომდე „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლების მიერ საარჩევნო კომისიებში შევიდა 2 საჩივარი, რომელთაგან ერთი საჩივარი გადავიდა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
- N20 რუსთავის 61-ე საარჩევნო უბანზე, დაფიქსირდა დამკვირვებლის უფლების უკანონო შეზღუდვა.
- N20 რუსთავის 31-ე საარჩევნო უბანზე, ,,სამოქალაქო პლატფორმა 2020“ დამკვირვებელი რეგისტრატორის მაგიდაზე, მობილური ტელეფონის მეშვეობით აწარმოებდა სამაგიდო სიების ვიდეოგადაღებას. ,,მრავალეროვანი საქართველოს“ მოთხოვნის საფუძველზე, დამკვირვებელს დაატოვებინეს საარჩევნო უბანი.
- N20 რუსთავის 31-ე საარჩევნო უბანზე, დამკვირვებელი სიტყვიერად დაუპირისპირდა კომისიის წევრს.
- N20 რუსთავის 47-ე საარჩევნო უბანზე, ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ეწეოდა აგიტაციას.
- N20 რუსთავის 47-ე საარჩევნო უბანზე, ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მითითებებს აძლევდა კომისიის წევრებს, რეგისტრატორს გადასცა ფურცელი, სადაც ამომრჩევლების რიგითი ნომრები იყო მითითებული (საარჩევნო სიის მიხედვით) და უთხრა: “ჩემი ამომრჩევლები არიან, მოდიან”. ამასთან სთხოვა მიეთითებინა, სიაში არსებული ამომრჩევლებიდან რომელმა ამომრჩევლებმა მიიღეს მონაწილეობა კენჭისყრაში. ,,მრავალეროვანი საქართველოს“ მიერ აღნიშნულ ინცინდენტზე დაიწერა საჩივარი.
- N20 რუსთავის 41-ე საარჩევნო უბანზე, ერთ-ერთი რეგისტრატორი, ცალკე ფურცლებზე აღრიცხავდა ამომრჩევლების რიგით ნომრებს. მისი განმარტებით, ამას აკეთებდა ხელმოწერების დათვლის გამარტივების მიზნით.
- N20 რუსთავის 38-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი აწარმოებს ამომრჩევლის მონაცემების დაუშავებას.
- N20 რუსთავის 56-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა მიზანმიმართულად დაზიანდა ბიულეტენი და დატოვა უბანი.
- N5 ისნის მე-16 საარჩევნო უბანზე, რეგისტრატორმა ამომრჩეველს ერთით მეტი ბიულეტენი გადასცა, რაზეც დაწერა შესაბამისი ახსნა-განმარტება.
- N4 კრწანისის 26-ე საარჩევნო უბანზე მარკირება გაუკეთეს ისეთ ამომრჩეველს, რომელიც იმყოფებოდა სხვა უბნის სიაში.
- N5 ისნის 50-ე საარჩევნო უბანზე, კენჭისყრაში მონაწილოება მიიღო ამომრჩეველმა, რომელიც იმყოფებოდა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში.
- N5 ისნის 44-ე საარჩევნო უბანზე ,,ბმპ ჯორჯიას“ დაკვირვებელი, რომელიც იმყოფებოდა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ და ხელს უშლიდა კენჭისყრის პროცესს, თავმჯდომარემ გააძევა საარჩევნო უბნიდან.
საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მონიტორინგის ახორციელებს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ოთხ საარჩევნო ოლქში: N4 კრწანისის, N5 ისანის, N6 სამგორის და N20 რუსთავის საარჩევნო ოლქებში.
სადამკვირვებლო პროგრამა ხორციელდება 170 მოკლევადიანი, მათ შორის საუბნო, მობილური ჯგუფის, საოლქო საარჩევნო კომისიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამკვირვებლის მეშვეობით.