ირაკლი კუპრაძე: 15 საათის მონაცემებით, ოპოზიცია ბათუმში 90%-ით იმარჯვებს

367

15 საათის მონაცემებით, ოპოზიცია ბათუმში 90%-ით იმარჯვებს, – ამის შესახებ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.

მათი თქმით, დღის მეორე ნახევარში ხელისუფლება გაყალბებისთვის ემზადება.

“15 საათის მონაცემებით, ბათუმში საარჩევნო უბნების 90 პროცენტს ოპოზიცია – გიორგი კირთაძე იგებს. მთელი ოპოზიციური ერთობა მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ გამოვიჩინოთ ყურადღება და არჩევნებზე მივიდეთ. დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია და აირჩიეთ ოპოზიციური ბათუმი. თითოეული ხმა მნიშვნელოვანია. ვხედავთ, რომ “ქართული ოცნების” ბრიფინგებიდან ანონსდება ამომრჩეველთა ძალადობრივად მიყვანა 4 საათის შემდეგ. ამ ეტაპზე ოპოზიცია ცალსახად დიდი სხვაობით გამარჯვებულია. არცერთი ხმა არ იქნება დაკარგული და უამრავი საჩივრია დაწერილი”, – აცხადებს ირაკლი კუპრაძე.