ბექა ვაჭარაძე: ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ფოთში ჩვენ ვიმარჯვებთ და ეს „ნაცმოძრაობაშიც“ იციან

843

„ქართული ოცნების“ ფოთის მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მეორე ტურში ის იმარჯვებს და ამის შესახებ იციან „ნაცმოძრაობის“ კანდიდატის, გიგი უგულავას საარჩევნო შტაბშიც.

„ფოთის N12 უბანზე მომხდარი ინციდენტი იყო ერთადერთი შემთხვევა, სადაც ოპოზიციამ ხელოვნურად რაღაც დაძაბულობა შექმნა. რეალურად, პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში. ჩვენი ერთადერთი მიზანია, რომ ასე გაგრძელდეს ბოლომდე. მადლობას ვუხდი ჩვენს მხარდამჭერებს აქტიურობისთვის და მოვუწოდებ მათ, ვინც ჯერ არ მისულა საარჩევნო უბნებზე, აუცილებლად დააფიქსირონ სწორი არჩევანი. ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, ჩვენ ვიმარჯვებთ. ამის შესახებ იციან „ნაცმოძრაობაშიც“. შესაბამისად, ისინი ამის გამო არიან პანიკაში და ცდილობენ, რაღაც დაძაბულობა შექმნან“, – განაცხადა ვაჭარაძემ.