რატი იონათამიშვილი: რუსთავში “ნაცმოძრაობის” „ზონდერები“, კრებითი შაშკინები ცალკეულ საარჩევნო უბანზე ხელოვნურად ქმნიან დაძაბულობის სურათს

339

„რუსთავში არჩევნები მშვიდ ვითარებაში ტარდება, ეს არის რეალობა, რაც ძალიან სწყინს “ნაციონალურ მოძრაობას” და შესაბამისად, ამ პარტიის „ზონდერები“ – კრებითი შაშკინები, ცალკეულ უბანზე ხელოვნურად ქმნიან დაძაბულობის სურათს, ეს მათ არ გამოუვათ”, – განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა რატი იონათამაშვილმა.

მისივე თქმით, დილით მოისმინეს ამერიკის ელჩის შეფასება, რომლის თანახმადაც, რუსთავში არჩევნები მშვიდ ვითარებაში ტარდება.

„ეს არის რეალობა, რაც ძალიან წყინს „ნაციონალურ მოძრაობას“ და შესაბამისად, ამ პარტიის „ზონდერები“, კრებითი შაშკინები ცალკეულ უბანზე ხელოვნურად ქმნიან დაძაბულობის სურათს, ეს მათ არ გამოუვათ. ჩვენ ვაფიქსირებთ თითოეულ დარღვევას, იწერება საჩივრები, ასევე ეს ცნობები გაეგზავნებათ საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს და ჩვენ ბოლომდე დავიცავთ თითოეული რუსთაველის არჩევანს”, – აცხადებს იონათამაშვილი.