წითლიძე: ზუგდიდის 21-ე საარჩევნო უბნიდან კომისიის ორი წევრი გააძევეს

205

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ანა წითლიძის ინფორმაციით, ზუგდიდის 21-ე საარჩევნო უბნიდან კომისიის ორი წევრი გააძევეს. მისივე ინფორმაციით, “ქართული ოცნების” დამკვირვებელს თინათინ კაკაჩიას ბიულეტენები ჰქონდა და ოთახში იყო გამოკეტილი. წითლიძის ინფორმაციით, ადგილზე მოსულმა პოლიციამ დანაშაულის აღკვეთის ნაცვლად, კომისიის წევრები გამოაძევა.

რაც შეეხება, კომისიის თავმჯდომარეს, მან კომენტარზე უარი განაცხადა, ხოლო თინათინ კაკაჩია ამბობს, რომ „ის არსად არ იყო გამოკეტილი და საპირფარეშოში იმყოფებოდა“.