კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის: “ოცნების” წარმომადგენლებმა შეწყვიტონ მედიაზე თავდასხმა

335

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის, ფეისბუქზე, დღეს, 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის გაშუქებისას, ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს აქვეყნებს.

ორგანიზაციის განცხადებით, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ხელი შეეშალათ პროფესიული საქმიანობის შესრულებაში და მმართველი პარტიის წარმომადგენლება მათ შეურაცხყოფა მიაყენეს.

“დღეს, 2021 წლის 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის გაშუქებისას 16:00 საათამდე დაფიქსირდა შემთხვევები, როცა ჟურნალისტებს და ოპერატორებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა თავისუფლად შეესრულებინათ მათი პროფესიული მოვალეობა. მათ შორის, მმართველი პარტიის წარმომადგენლები აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და მათ “აქტივისტებს” “ზონდერებს” “დეზინფორმატორებსა” და “ოპოზიციის წარმომადგენლებს” უწოდებდნენ” , – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის აქვეყნებს კონკრეტული ფაქტების ამსახველ ვიდეოებს, რომელთა თანახმად, საქმე ეხება ტელეკომპანია ფორმულას – 2, მთავარი არხის – 2, TV პირველის – 3, TV 25-ის – 1, New Press-ის – 1 და on.ge-ს ერთ ჟურნალისტებზე თავდასხმას.