კატეგორიულად მოვითხოვთ, შეწყდეს ეგზიტპოლის მწარმოებლებზე ზეწოლა და ხელის შეშლა, – განცხადება ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა გააკეთა.
ნიკა გვარამიას ინფორმაციით, “მთავარ არხის” ეგზიტპოლის ჩატარებაში უბნებზე ხელს უშლიან, რის გამოც ამის შესახებ ეცნობებათ საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე შსს-ს:
“ძირითადი პრობლემებია თანამშრომლების მუშაობის ხელის შეშლა ეგზიტპოლის და ზოგგან ფიზიკური შეურაცხყოფა და შევიწროებაც კი. პატრული იღებს ამაში მონაწილეობას. რეალურად აქვს პატრულის მხრიდან დარბევის ფაქტებს ადგილი და არ აცდის , ხელს უშლის ეგზიტპოლის წარმოების, პოლ სტერის დგომას უბანზე.
ესეთი პრობლემები მნიშვნელოვნად აღმოიფხვრა ამ წუთისთვის, თუმცა ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე კონკრეტული უბანი, რომელიც პრობლემატურია – განაცხადა ნიკა გვარამიამ და ის უბნები ჩამოთვალა, სადაც ხელშეშლის ფაქტები დაფიქსირდა
ნიკა გვარამიას ინფორმაციით, თავდასხმა მიმდინარეობს გაურკვეველი წარმომავლობის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან:
“ერთ-ერთი, რომელიც ჩვენ დავადგინეთ, ეს არის სამოქალაქო განვითარების და დემოკრატიულობის ჩართულობის ცენტრი, რომლის ხელმძღვანელია ნინა ხატისკაცი, მესტიის გამგებლის, კაპიტონ ჟორჟოლიანის მეუღლე” განაცხადა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე.