მელიას ხმებს ვიცავ, ამიტომ გამაძევეს – ზუგდიდში დამკვირვებელს საარჩევნო უბანი დაატოვებინეს

215

ზუგდიდში N10 საარჩევნო უბანზე ხმაურია. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ დამკვირვებელს, რომელიც დარღვევებს აპროსტესტებდა, უბანი დაატოვებინეს. ინფორმაციას ფორმულა ავრცელებს.

მედიასთან საუბარში ის ამბობს, რომ კომისიის წევრები ბიულეტენებს ხელს არ აწერენ და არც ბეჭედს არტყამენ, რაზეც მან რეაგირება მოახდინა. დამკვირვებლის თქმით, ამის შემდეგ პოლიციის უფროსის მოადგილემ მას ძალის გამოყენებით დაატოვებინა შენობა.

“პოლიციის უფროსის მოადგილემ ზეწოლა განახორციელა ჩემზე, გამაგდო რეციდივისტივით. ქუჩის ბიჭები დგანან და იმათ არ ეუბნებიან არაფერს და მე ისეთი შეურაცხყოფა მომაყენეს, შოკში ვარ. ბატონი ანზორ მელიას აქაური ხელმძღვანელი ვარ, ვიცავ მის ხმებს და ამიტომ გამაძევეს აქედან”, – ამბობს დამკვირვებელი.