გვაქვს ინფორმაცია მედიაზე, საარჩევნო დამკვირვებლებზე, თავდასხმების განხორციელების შესახებ, ასევე ფიზიკური დაპირისპირებისა და სხვადასხვა ფაქტების შესახებ. მოვუწოდებ ყველას სიმშვიდისკენ, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩევლებს უსაფრთხო გარემოში ხმის მიცემის საშუალება ჰქონდეთ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, განაცხადა.
ეს არჩევნები ასევე არის შესაძლებლობა, რომ ვიხილოთ, როგორ მუშაობს გასულ ზაფხულში მიღებული საარჩევნო რეფორმები. ჩვენ ვნახეთ გარკვეული გაუმჯობესება, მაშ შორის, გადათვლის სისტემა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს არჩევნების შედეგების მიმართ ნდობა და ქვეყანამ შეძლოს წინსვლა. საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის შეთანხმება მოხდა. ეს იყო ძალიან წარმატებული მაგალითი იმისა, რომ ლიდერები, ძალიან განსხვავებული პარტიებიდან გამოდიან ერთად, იღებენ გადაწყვეტილებას საქართველოს უკეთესი საარჩევნო პროცესისთვის და შეაქვთ წვლილი საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებაში. ყველა არჩევნები არის ნაბიჯის წინ გადადგმის შესაძლებლობა, ნაბიჯ-ნაბიჯ და იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამას ვიხილავთ დღეს და ხვალ – აღნიშნა ელჩმა.