ნამდვილად, ეს იყო ისტორიული არჩევნები და ისტორიული გამარჯვება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა და ხალხს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. „ნამდვილად, ეს იყო ისტორიული არჩევნები და ისტორიული გამარჯვება. რაც მთავარია, ეს იყო ჩვენი ხალხისა და ქვეყნის გამარჯვება. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს გამოცხადებული ნდობისთვის და მინდა ვუთხრა მათ,...
მე მაქვს განცდა, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი გარკვეული ნორმალიზაციისკენ, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა. კითხვაზე, დარწმუნებულია თუ არა იმაში, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ ეს ქვეყნისთვის აუცილებელია. “მე მაქვს განცდა, რომ სხვანაირად ამ ქვეყნის მართვა შეუძლებელი იქნება. მაქვს განცდა, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი გარკვეული ნორმალიზაციისკენ. რაშიც დარწმუნებული ვარ არის, რომ ბრძოლა ამისთვის...
„ლელო“ ხელისუფლებას დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყებას სთავაზობს. ამის შესახებ განცხადებას „ლელო“ ავრცელებს. "ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობა პრეზიდენტ სააკაშვილის შიმშილობის ფონზე ყოველდღიურად მძიმდება. გახლეჩილ საზოგადოებაში ემოციები უკიდურესად მძაფრდება და სიტუაცია უკვე ფეთქებადსაშიშია. პროცესი აშკარად მიექანება ქაოსისა და სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ. ამ ვითარებაში, რაც არ უნდა ღრმა იყოს პოლიტიკური და პერსონალური დაპირისპირება, ქართველი ერისა და ჩვენი საერთო სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე, ყველამ უნდა გამოვძებნოთ...
ულტიმატუმები თავისთვის შეინახონ. თუ რაიმე მცდელობა ექნებათ, რომ დესტრუქციული ნაბიჯები გადადგან, უმკაცრეს პასუხს მიიღებენ,- ასე ეხმაურება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელისუფლებისთვის მიცემულ ულტიმატუმს. როგორც კობახიძე განმარტავს, ხელისუფლება მშვიდობაზეა პასუხისმგებელი. „ულტიმატუმები თავისთვის შეინახონ. თუ რაიმე მცდელობა ექნებათ, რომ დესტრუქციული ნაბიჯები გადადგან მიიღებენ უმკაცრეს პასუხს. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა. ქვეყანას სჭირდება მშვიდობა. ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი. თუ ვინმეს ექნება...
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ143 მონაკვეთზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 9 ნოემბრის 00:00 საათიდან 06:00 საათამდე და 10 ნოემბრის 00:00 საათიდან 06:00 საათამდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. „დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის...
შემდეგი სტატია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებები შედის. კერძოდ, დაზუსტდება საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებისა და ფრაქციის დაკომპლექტების წესები. დოკუმენტის მიხედვით, ერთიდაიგივე პარტიის მიერ წარდგენილ საკრებულოს წევრებს მხოლოდ ერთი ფრაქციის შექმნა შეუძლიათ. საკრებულოებში ფრაქციების ფორმირების ეს წესი პარლამენტის რეგლამენტის ანალოგიურია. ცვლილებები “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ხორციელდება, რომელიც ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, ირაკლი ჩიქოვანმა, გურამ მაჭარაშვილმა, დავით მათიკაშვილმა და დიმიტრი სამხარაძემ მოამზადეს. ინიციატორთა განმარტებით, საკრებულოში ფრაქციების შექმნის წესის...
8 ნოემბერს, 20:00 საათზე, ოპოზიცია თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქციას გამართავს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა და მათი ბრძოლა გამარჯვებამდე გრძელდება. „ხვალ, 8 ნოემბერს, 20:00 საათზე, თავისუფლების გამარჯვება თავისუფლების მოედნიდან უნდა დავიწყოთ. ყველანი იქ, სადაც საქართველოს ისტორია არაერთხელ დაწერილა. ძალიან დიდი მადლობა, გამხნევდით და ყველაფერი მაგრად იქნება. ისტორიის წინაშე ქართული საზოგადოება დამარცხებული არასდროს გამოსულა და არც...
რაჭაში დასვენება წლიდან წლამდე სულ უფრო მოთხოვნადი ხდება, თუმცა მიუხედავად, ამისა რეგიონში ამ დრომდე პრობლემას წარმოადგენს წყლითა და გაზით მომარაგების საკითხი. შესაბამისად, ობიექტებს სტუმრებისთვის სრულფასოვანი მომსახურების გაწევა ყველა სეზონზე არ შეუძლიათ. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს. რესტორნებისა და სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, რომ ამ მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯებია გადასადგმელი. მისი თქმით, აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება დაიწყოს, რადგან რაჭაზე მოთხოვნა...
ქალაქის გენერალური გეგმის მომზადება, მწვანე სივრცეების მოწყობა, ჯანდაცვის პროგრამების გაძლიერება და ქალაქის შემოსასვლელების კეთილმოწყობა – ეს იმ გეგმების არასრული ჩამონათვალია, რის განხორციელებასაც ახალციხის ახლადარჩეული მერი, ირაკლი ლაზარაშვილი აპირებს. მისი თქმით, ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების გაძლიერება იქნება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. „მაქვს იდეა, მაღალმთიან სოფლებში ადრე მსგავსი ფაქტი იყო და მინდა ეს განვაახლოთ, შევქმნათ სხვადასხვა პროფილის ექიმებისგან შემდგარი ჯგუფი,...
სოფელ რატევანში შიდა გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარი იგება. პროექტის ფარგლებში ობიექტზე გათვალისწინებულია სანიაღვრე ქსელის მოეწყობაც. ინფრასტრუქტურული სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების“ ფონდისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 650 000 ლარს შეადგენს. ასფალტო-ბეტონის საფარის დაგების პროცესს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი...
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ წარმატებულ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. 2021 წელს სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, 1200-ზე მეტი სტუდენტი დაფინანსდა. პროგრამა აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ხორციელდება და მიზნად ისახავს განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას რეგიონში. 2021-2022 წლის გაზაფხულისა და შემოდგომის სემესტრში სწავლა დაუფინანსდა ყველა იმ სტუდენტს, ვისი განაცხადიც აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 2021 წელს...
რუსთავის მიმდინარე წლის ბიუჯეტი გაიზარდა და 75 562 700 ლარი შეადგინა. ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ იმსჯელა. სხდომის მომხსენებელმა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კავთიაშვილმა განმარტა, რა გზებით მოხდა 2021 წლის ბიუჯეტში დამატებითი თანხების მობილიზება. როგორც კავთიაშვილმა განაცხადა, ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებები გამოიწვია, ხარჯვით ნაწილში დაფიქსირებულმა ეკონომიებმა და გამოთავისუფლებულმა თანხებმა. "ხარჯვით ნაწილში დაფიქსირებულმა ეკონომიებმა და გამოთავისუფლებულმა თანხებმა შეადგინა - 787 300 ლარი,...
ასე გამოიყურება სოფელ მოხისის ფიტნეს ტრენაჟორები, რომელიც 2021 წლის 3 ნოემბერს უნდა გახსნილიყო. ფოტო 4 ნოემბერსაა გადაღებული. ფიტნეს ტრენაჟორები კი ამჟამად საქონლის სადგომადაა ქცეული, - ამის შესახებ "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" წერს. როგორც ადგილობრივები ყვებიან, სამუშაოები ორი თვის წინ, წინასაარჩევნოდ დაიწყო, თუმცა მშენებლებმა ობიექტი დიდი ხანია მიატოვეს და ამ მდგომარეობაში დატოვეს. კომპანია "გეო გრინი'' გამარჯვებულად 2021 წლის 9 სექტემბერს გამოვლინდა. სამუშაოები...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი, ავთანდილ თალაკვაძე მერის მოვალეობის შესრულებას, სავარაუდოდ. მიმდინარე თვის ბოლოს შეუდგება. ამ ეტაპზე კი თალაკვაძის გუნდში მის მოადგილეების კანდიდატურებს განიხილავენ. როგორც “გურიის მოამბე” წერს, მათ “ქართული ოცნებიდან” არაოფიციალურად აცნობეს, რომ ამ ეტაპზე თალაკვაძის მოადგილეებად ნინი შეწირულის და პაატა კუნჭულიას კანდიდატურები განიხილება.
გუშინ ქუთაისში გამართულ საპროტესტო აქციაზე  შეკრებილებს ოპოზიციური კოალიციური ერთობის ლიდერებმა მიმართეს. „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თვითმმართველობის არჩევნებს ხელისუფლების მხრიდან ხმების ძარცვა უწოდა. „არავის ჯერა, რომ ქუთაისში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. ყველამ ვიცით, რომ ეს იყო ტყუილი, ეს იყო ჩვენი ხმების ძარცვა. კოალიციურ მმართველობას ალტერნატივა არ აქვს. ოპოზიციურმა კოალიციურმა ერთობამ ქუთაისში გაიმარჯვა და წერტილი. ყველა ჩვენთაგანის ვალია ბრძოლა არ შევწყვიტოთ... საქართველოს, როგორც არასდროს...
4 ნოემბრის ღამეს, ქუთაისში ბანერის მზადების გამო დაკავებულები ამ დრომდე ელოდებიან სასამართლო პროცესის ჩანიშვნას. დაკავებულების ადვოკატის, ელისო დათუსანის თქმით, სასამართლოში შუამდგომლობა ამ დრომდე არ შესულა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. "ამ დრომდე არ არის შუამდგომლობა შესული. ველოდებით სხდომის ჩანიშვნას, რაც წესით, დღის ბოლომდე უნდა მოხდეს", - ამბობს ელისო დათუსანი. მიხეილ მუმლაძე და იმედა ონიანი პოლიციამ ქუთაისში გვიან ღამით, ოპოზიციის საპროტესტო აქციის დასრულების...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ