ასე გამოიყურება სოფელ მოხისის ფიტნეს ტრენაჟორები, რომელიც 2021 წლის 3 ნოემბერს უნდა გახსნილიყო. ფოტო 4 ნოემბერსაა გადაღებული. ფიტნეს ტრენაჟორები კი ამჟამად საქონლის სადგომადაა ქცეული, – ამის შესახებ “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” წერს.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, სამუშაოები ორი თვის წინ, წინასაარჩევნოდ დაიწყო, თუმცა მშენებლებმა ობიექტი დიდი ხანია მიატოვეს და ამ მდგომარეობაში დატოვეს.
კომპანია “გეო გრინი” გამარჯვებულად 2021 წლის 9 სექტემბერს გამოვლინდა. სამუშაოები 60 დღეში უნდა დაემთავრებინა. მანვე აიღო ვალდებულება, რომ ფიტნეს ტრენაჟორებს ქვენატკოცასა და ბრეთში დაემონტაჟებინა.
შესყიდვების ვებგვერდზე არსებული მონაცემების მიხედვით, “გრინ-ვეის” ჯერ არც ერთი თეთრი მიუღია ბიუჯეტიდან.
შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მიხედვით, ამ სოფლებში კომპანიამ რუსეთის ქალაქ ყაზანის სპორტული ინვენტარის მწარმოებელი ქარხნის «Завод игрового спортивного оборудования» (ЗАО «ЗИСО») ფიტნეს მასალები უნდა დაამონტაჟოს.