რუსთავის მიმდინარე წლის ბიუჯეტი გაიზარდა და 75 562 700 ლარი შეადგინა

746

რუსთავის მიმდინარე წლის ბიუჯეტი გაიზარდა და 75 562 700 ლარი შეადგინა. ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ იმსჯელა.

სხდომის მომხსენებელმა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კავთიაშვილმა განმარტა, რა გზებით მოხდა 2021 წლის ბიუჯეტში დამატებითი თანხების მობილიზება.

როგორც კავთიაშვილმა განაცხადა, ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებები გამოიწვია, ხარჯვით ნაწილში დაფიქსირებულმა ეკონომიებმა და გამოთავისუფლებულმა თანხებმა.

“ხარჯვით ნაწილში დაფიქსირებულმა ეკონომიებმა და გამოთავისუფლებულმა თანხებმა შეადგინა – 787 300 ლარი, ჭარბმა შემოსავლებმა – 243 500 ლარი შეადგინა,“ – განაცხადა სხდომაზე ლევან კავთიაშვილმა.

დამატებითი თანხა ძირითადად ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროგრამებში გადანაწილდა.

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ლევან კავთიაშვილის განაცხადებით, 30 000 ლარი მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების, 93 200 ლარი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამებს მოხმარდება. ასევე 66 900 ლარით გაიზარდა სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროგრამის დაფინანსება.