ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი, ავთანდილ თალაკვაძე მერის მოვალეობის შესრულებას, სავარაუდოდ. მიმდინარე თვის ბოლოს შეუდგება. ამ ეტაპზე კი თალაკვაძის გუნდში მის მოადგილეების კანდიდატურებს განიხილავენ.
როგორც “გურიის მოამბე” წერს, მათ “ქართული ოცნებიდან” არაოფიციალურად აცნობეს, რომ ამ ეტაპზე თალაკვაძის მოადგილეებად ნინი შეწირულის და პაატა კუნჭულიას კანდიდატურები განიხილება.