ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებები შედის. კერძოდ, დაზუსტდება საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებისა და ფრაქციის დაკომპლექტების წესები.
დოკუმენტის მიხედვით, ერთიდაიგივე პარტიის მიერ წარდგენილ საკრებულოს წევრებს მხოლოდ ერთი ფრაქციის შექმნა შეუძლიათ.
საკრებულოებში ფრაქციების ფორმირების ეს წესი პარლამენტის რეგლამენტის ანალოგიურია.
ცვლილებები “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ხორციელდება, რომელიც ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, ირაკლი ჩიქოვანმა, გურამ მაჭარაშვილმა, დავით მათიკაშვილმა და დიმიტრი სამხარაძემ მოამზადეს. ინიციატორთა განმარტებით, საკრებულოში ფრაქციების შექმნის წესის ცვლილებით მცირე ფრაქციების ხელოვნურად შექმნა გამოირიცხება.
ჯერ კიდევ მოქმედი “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ საკრებულოში ფრაქცია შეიძლება ორი ან მეტი პარტიის წევრებმა შექმნან.
აღნიშნულ საკითხს პარლამენტი დღეს ბიუროს სხდომაზე განიხილავს. ბიუროზე მთავრობის მიერ წარმოდგენილი იქნება 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიც.