ხაზარაძე: არავის სჯერა რომ ქუთაისში “ოცნებამ“ გაიმარჯვა

729

გუშინ ქუთაისში გამართულ საპროტესტო აქციაზე  შეკრებილებს ოპოზიციური კოალიციური ერთობის ლიდერებმა მიმართეს. „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თვითმმართველობის არჩევნებს ხელისუფლების მხრიდან ხმების ძარცვა უწოდა.

„არავის ჯერა, რომ ქუთაისში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. ყველამ ვიცით, რომ ეს იყო ტყუილი, ეს იყო ჩვენი ხმების ძარცვა. კოალიციურ მმართველობას ალტერნატივა არ აქვს. ოპოზიციურმა კოალიციურმა ერთობამ ქუთაისში გაიმარჯვა და წერტილი. ყველა ჩვენთაგანის ვალია ბრძოლა არ შევწყვიტოთ… საქართველოს, როგორც არასდროს უდგას მძიმე დღეები. მოქმედებს რბილი ძალა, რომელსაც სურს საქართველო დაიმონოს, შიმშილით, უპერსპექტივობით, ნიჰილიზმით – არ გამოგივათ!“- აღნიშნა ხაზარაძემ აქციზე.