თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ143 მონაკვეთზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 9 ნოემბრის 00:00 საათიდან 06:00 საათამდე და 10 ნოემბრის 00:00 საათიდან 06:00 საათამდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
„დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“,-აღნიშნავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.