თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მეტროს განახლების პროექტისთვის კომპანია "მეტროვაგონმაშთან" ხელშეკრულება არ გაფორმდება, ვინაიდან არსებობს ვარაუდი და საშიშროება იმისა, რომ არსებული კომპანია შეიძლება სანქციების ქვეშ მოჰყვეს.
ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს თბილისის მეტროს განახლების პროექტზე საუბრისას განუცხადა.
„ხელშეკრულება ამ კონკრეტულ კომპანიასთან არ გაფორმდება. ალტერნატიულ გეგმას რაც შეეხება, ვმუშაობთ EBRD-სთან და რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს საზოგადოებისთვის ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება“, - განაცხადა კალაძემ.
როგორც მან...
ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის ინფორმაციით, გონიოში სანაპიროზე არსებულ კაფე-ბარების მეპატრონეებს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა, რის გამოც უწყება სადემონტაჟო სამუშაოებს ახორციელებს.
“ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია გონიოში უნებართვო კაფე-ბარების დემონტაჟს ახორციელებს. კონსტრუქციების სანებართვო ხელშეკრულებას ვადა სექტემბერში ამოეწურა. მას შემდგომ სამსახურმა ობიექტების მეპატრონეები დემონტაჟის შესახებ არაერთხელ გააფრთხილა. ამ ეტაპზე იმ კონსტრუქციების დემონტაჟი მიმდინარეობს, რომლებიც სამართალდამრღვევებმა თავად არ განახორციელეს”,- აცხადებენ უწყებაში.
ცნობისთვის, გონიო-კვარიათის სანაპიროზე სეზონური ჯიხურებისა და...
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, ქეთევან დედოფლის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა 23 ნოემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს.
შეზღუდვის პერიოდში სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ირბახის, წურწუმიას, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების საშუალებით. კაჩინსკის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება, როგორც ბოჭორმის ქუჩის, ისე ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით (მარცხნივ მოხვევით).
გარდა ამისა, ავტომობილების მძღოლები იმოძრავებენ...
ვერეს ხეობაში, კერძოდ, გაბაშვილის ქუჩის N11 კორპუსის მიმდებარედ ჩამოშლილი ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მიწის ქვეშ, 9 მეტრის სიღრმეში კეთდება ხიმინჯები. კედლის სიგანე დაახლოებით 140 მეტრი, ხოლო, სიმაღლე კი 9 მეტრი იქნება. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ ვაკის რაიონის გამგეობა კეთილმოწყობისა და გამწვანების სამუშაოებს ჩაატარებს.
პროექტის განსახორციელებლად დაახლოებით 3 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოების დასრულება კი 2023 წლის თებერვალში იგეგმება.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებში კლუბის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
პროექტის მიხედვით, დაგეგმილია შენობის სრული რეაბილიტაცია.
შესაბამისი სამუშაოებისთვის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა დაასრულოს.
პროექტის ღირებულება 199 995 ლარია.
წინა სტატია
თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად დედაქალაქის მერია მეტროსადგურების რეაბილიტაციის 55 მილიონი ევროს ღირებულების პროექტს ახორციელებს, რომელიც, მისი თქმით, რამდენიმე წელი გაგრძელდება.
როგორც ხმალაძემ აღნიშნა, პროექტის მიმდინარეობის პერიოდში მერიას ეტაპობრივად ორი ან სამი მეტროსადგურის გაჩერება მოუწევს.
"იმის გათვალისწინებით, რომ შეუძლებელია 10 მეტროსადგურის ერთობლივად გაჩერება და ერთდროულად მხოლოდ ორის ან მაქსიმუმ სამი მეტროსადგურის გაჩერება მოგვიწევს, რეაბილიტაცია...
ტყეში სათბობი შეშის მოპოვება მოსახლეობამ შესაძლოა, 2026 წლამდე შეძლოს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავტორობით მომზადებული კანონპორექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
პროექტის თანახმად, ფიზიკური პირის ინდივიდუალური სოციალური ინტერესების გათვალისწინებით, საშეშე მერქნის მოპოვების უფლების ხე-ტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე გაცემა 2023 წლის 1 იანვრის ნაცვლად დასაშვები 2026 წლის 1 იანვრამდე იქნება.
„პროექტით წარმოდგენილი ცვლილება ეხება ტყის მართვის ორგანოებისთვის იმ ვალდებულების გადავადებას, რომლის მიხედვითაც ტყის...
ისნის რაიონში, კერძოდ, ვაზისუბნის მე-3 მიკრორაიონის მე-2 კვარტალის
მიმდებარედ კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყო. ამის შესახებ თბილისის
მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პროქტის მიხედვით, სამუშაოები, ჯამში 11 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა, საიდანაც, დაახლოებით, ნახევარი ჰექტარი რეკრეაციული სივრცის ტერიტორიაა, მიმდებარე არეალი კი თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა
მოაწყო.
ტერიტორიაზე განთავსდა საბავშვო ატრაქციონები, დასასვენებელი სივრცეები, ფიტნეს ზონა, მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო სივრცე, ასევე,...
კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სკვერის, ე.წ. გეგეშიძის ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
რეაბილიტაციის ფარგლებში ბაღში განახლდა საფეხმავლო ბილიკები, განთავსდა თანამედროვე საპარკო ინვენტარი, მოეწყო გარე განათების სისტემა, საბავშვო მოედანი, ვიდეომეთვალყურეობის სისტემა და შადრევანი, ხოლო, თარგების გამწვანების მიზნით, ჩატარდა ყველა საჭირო ღონისძიება: ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემა, შევიდა ნოყიერი მიწის ნაზავი, 1 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე...
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პროექტის - "ქალაქ თბილისის მეტროსადგურების მისაწვდომობის გაზრდა და გარე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების" ფარგლებში, დაახლოებით, 16 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯება.
პროექტი მოიცავს ოთხ მეტროსადგურზე მისაწვდომობის გაზრდას, ორზე დამატებითი ამოსასვლელების მოწყობას და 12 მეტროსადგურისთვის მიწისზედა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.
თბილისის მერია გეგმავს ოთხ მეტროსადგურზე - "ახმეტელის თეატრის", "დიდუბის", "დელისის", "ტექნიკური უნივერსიტეტის" მისაწვდომობის გაზრდას; დამატებითი ამოსასვლელების მოწყობას მეტროსადგურების "ახმეტელის თეატრისა" და "მარჯანიშვილის"...
წინა სტატია
თვითმმართველობის განვითარებისთვის საჭიროა ფინანსური დამოუკიდებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში "რეგიონების კვირეულის” გახსნაზე განაცხადა.
"ძალიან მნიშვნელოვანი არის, იყო და იქნება ყოველთვის სვანეთისთვის თვითმმართველობა და ეს იქნება ერთ-ერთი თემა, რომელიც ამ სასახლეში გაჟღერდება. თვითმმართველობა ჩვენთან ჯერ განვითარებული არ არის. ქაღალდზე არის, თუმცა, გაცოცხლებული თვითმმართველობა არ გვაქვს, რადგან რეგიონებს არ აქვთ იმ გადაწყვეტილებების მიღების უფლება, რომელიც რეალურ...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომ ხულო-ზარზმის მონაკვეთზე გზის საფარის დაგება დაწყებულია, ხოლო, პროექტი 2023 წელს დასრულდება, როგორც გათვალისწინებული იყო.
როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე ქარსელაძემ განმარტა, ამავე ტერიტორიაზე მეწყრულ ზონების რაოდენობა დაახლოებით 11-ია, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს.
„ამ ეტაპზე ხულო-ზარზმის პროექტთან დაკავშირებით საფარის დაგება დაწყებულია. კერძოდ, 4 კილომეტრზე მეტი უკვე არის ზარზმის მხრიდან მოწყობილი და იქ სამუშაოები გრძელდება. რაც...
ვაგრძელებთ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შესრულებას და ამ სტრატეგიით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. დღეს დავამტკიცეთ საბიუჯეტო კოდექსში შესატან ცვლილებათა პროექტი, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტების შემოსულობების თანმიმდევრული ზრდა ძლიერი თვითმმართველობისათვის, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
მინისტრის თქმით, კანონპროექტით, ცვლილებების ამოქმედება გათვალისწინებულია 2023 წლის 1 იანვრიდან და შედეგად, ეტაპობრივად გაიზრდება მუნიციპალიტეტის შემოსულობები მათ ტერიტორიაზე რეგისტრირებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების განკარგვიდან. იმისათვის...
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში საუბნო გზების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოფლებში - რცხმელურში, ყვედრეშში, გვიმბრალში და ლაღარვაშში გზის რკინა ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
„პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს შ.პ.ს ,,ფარაონი’’ ასრულებდა, რომლის სახელშეკრულებო თანხა 421,218 ლარს შეადგენს.
ადგილობრივი მნიშვნელობის გზა რცხმელურს, ყვედრეშს, გვიმბრალასა და ლაღარვაშს ცენტრალურ გზასთან აკავშირებს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობისათვის, ასევე მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.
გზების სარეაბილიტაციო...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
რეგიონების კვირეულზე ოფიციალური პირები არ მოვიდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში "რეგიონების კვირეულის" გახსნაზე განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებამ თავად უნდა გამოიტანოს დასკვნა, ღონისძიებაზე "არავინ წამოვიდა, თუ ვერავინ გაბედა წამოსვლა".
"მინდა ხაზი გავუსვა, რომ არანაირად არ არის დაკავშირებული შიდა პოლიტიკასთან, აქ არანაირი მოთხოვნა არ იყო და სრული თავისუფლება იყო მიცემული რეგიონების წარმომადგენლებისთვის. მე ძალიან მიკვირს, რომ...
ხაშურის სრული წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მშენებლობის პროექტზე სამუშაოები იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
როგორც განცხადებიდან ვიგებთ, საუბარია 5 წლიან პროექტზე, რომლის დასრულების შემდეგაც, 24 000 ბენეფიციარმა გამართული წყალმომარაგებით უნდა ისარგებლოს.
"პროექტის ფარგლებში, 5 წლის განმავლობაში, მოეწყობა დაახლოებით 160 კმ წყალმომარაგების მილი, 45 კმ წყალარინების ქსელი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება და განვითარდება სასმელი წყლის სათავე ნაგებობა, რეზერვუარები და...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































