ხაშურის სრული წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მშენებლობის პროექტზე სამუშაოები იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
როგორც განცხადებიდან ვიგებთ, საუბარია 5 წლიან პროექტზე, რომლის დასრულების შემდეგაც, 24 000 ბენეფიციარმა გამართული წყალმომარაგებით უნდა ისარგებლოს.
“პროექტის ფარგლებში, 5 წლის განმავლობაში, მოეწყობა დაახლოებით 160 კმ წყალმომარაგების მილი, 45 კმ წყალარინების ქსელი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება და განვითარდება სასმელი წყლის სათავე ნაგებობა, რეზერვუარები და ა.შ. პროექტის სრული ღირებულება დაახლოებით 225 მილიონი ლარია და მისი დასრულების შემდეგ, 24 000 ბენეფიციარი გამართული წყალმომარაგებით ისარგებლებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.