გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებში კლუბის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
პროექტის მიხედვით, დაგეგმილია შენობის სრული რეაბილიტაცია.
შესაბამისი სამუშაოებისთვის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა დაასრულოს.
პროექტის ღირებულება 199 995 ლარია.