ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში საუბნო გზების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოფლებში – რცხმელურში, ყვედრეშში, გვიმბრალში და ლაღარვაშში გზის რკინა ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
„პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს შ.პ.ს ,,ფარაონი’’ ასრულებდა, რომლის სახელშეკრულებო თანხა 421,218 ლარს შეადგენს.
ადგილობრივი მნიშვნელობის გზა რცხმელურს, ყვედრეშს, გვიმბრალასა და ლაღარვაშს ცენტრალურ გზასთან აკავშირებს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობისათვის, ასევე მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.
გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.