ვაკის პარკში 9-სართულიანი შენობა-ნაგებობა არ და ვერ აშენდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე, არის თუ არა გადაწყვეტილება მიღებული აღნიშნული პროექტის ადგილმონაცვლეობის შესახებ, რაც მერიამ ინვესტორებს შესთავაზა, კალაძე ამბობს, რომ ამაზე ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. „მომდევნო დღეების განმავლობაში საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, რა ეტაპზეა ეს პროცესი, რა გადაწყვეტილებებია. ერთი, რაც დადასტურებულად შემიძლია გითხრათ,...
წინა სტატია დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე განმარტავს, რა პირობებით მოხდება „მზიურის“ ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა. როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ტერიტორიების მონაცვლეობა ღირებულებით მოხდა და მფლობელ კომპანიას ლისის ტბის მიმდებარედ 14 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადაეცემა. “კომპანიას გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ალტერნატიული ფართი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შესაძლებელი იქნება ერთბინიანი კერძო დასახლების გაშენება, რომელიც დაახლოებით 14 ჰექტარია. ამის სანაცვლოდ მუნიციპალიტეტმა...
ბავშვთა ქალაქ „მზიურს“ კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი დაუბრუნდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა მიწა, რომლის ფართობიც, დაახლოებით, 18 000 კვადრატული მეტრია. როგორც კალაძემ აღნიშნა, მიწის აღნიშნული მონაკვეთი ცუდ მდგომარეობაშია, რადგან იქ აქამდე შეუძლებელი იყო სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება. კალაძის განცხადებით, კერძო მესაკუთრესთან მოლაპარაკებების შედეგად, გადაწყდა, რომ ამ სივრცის ადგილმონაცვლეობა მოხდება. „ჩვენ აქამდე...
მარნეულის მუნიციპალიტეტი 2023 წლის შემობრძანებისთვის ემზადება. ქალაქ მარნეულში ქუჩების მორთვის / საახალწლო მორთულობების-ილუმინაციების შეძენა - მოწყობის / არსებულის აღდგენის სამუშაოები (მონტაჟი-დემონტაჟი) თანმდევი დიზაინერის მომსახურებით შესყიდვისათვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 199 900 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. "ქალაქ მარნეულის ქუჩებში ყოველ წელს მონტაჟდება საახალწლო ილუმინაციები. ახალი 2023 წლის დადგომასთან დაკავშირებით საახალწლო განათებები კვლავ დამონტაჟდება ქვემორე მოცემულ სხვადასხვა ლოკაციებზე და აინთება ცენტრალური ნაძვის ხე, მათ...
მარნეულის მიუნიციპალიტეტი 2023 წელს ახალი ნაძვის ხით შეხვდება. საახალწლო-საშობაო ნაძვის ხის შესყიდვას მერია 65 600 ლარად გეგმავს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ახალი ხელოვნური ნაძვის ხის ტექნიკური მახასიათებლები ასეთია: ზომა: არანაკლებ 15 მეტრი დიამეტრი: არანაკლებ 7.5 მეტრი რკინის კარკასით სადა მწვანე ტოტების რაოდენობა: არანაკლებ 600 ცალი კარკასზე დასამაგრებელი ტოტი ნაძვვის ხის შესყიდვის ტენდერი მერიამ 18 ნოემბრერს გამოაცხადა. მასში მონაწილეობა მსურველ პრეტენდენტებს 26-28 ნოემბრის...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში მოსახლეობა მიწების გასხვიესებას აპროტესტებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. ადგილობრივები სოფელში შეიკრიბნენ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მისვლას ითხოვენ. დიცელები ამბობენ, რომ 2012 წლის შემეგ, სოფელში 130 ჰა მიწა გასხვისდა. მათი თქმით, აღნიშნული მიწები ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა შეისყიდეს.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის, საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დეკემბრის ბოლოს დასრულდება, – ამის შესახებ “რადიო მოზაიკას” ქარელის რესურცენტრის ხელმძღვანელი გიორგი კობახიძე ესაუბრა. “როგორც მშენებლობის მთავარმა ინჟინერმა მითხრა, სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.სკოლას მუნიციპალური განვითარების ფონდი აკთებს, მისმა წარმომადგენელმა გვითხრა, რომ  სამუშაოების დეკემბერში დასასრულებლად ყველაფერს გააკეთებენ”, – გვითხრა გიორგი კობახიძემ. ინფორმაციისთვის, კომპანიები, რომლებიც სკოლის სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ ვადების გადაცილების გამო დაჯარიმდნენ, თავდაპირველად შეიცვალა კომპანიაც,  თუმცა...
თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართული მუშაობისთვის ახალი გაჩერებები და საინფორმაციო დაფები მოეწყობა, არსებულ მარშრუტებს კი ახალი დაემატება. ინფრმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. ამასთან დაკავშირებით თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა ისაუბრა. მისივე თქმით, უკვე მესამე წელია საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოსახლეობას უფასოდ ემსახურება, თუმცა უახლოეს პერიოდში დაგეგმილია, რომ ავტობუსებით გადაადგილება ფასიანი გახდეს. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება თვითმმართველობამ უკვე მიიღო. თელავის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ანდრიაშვილის ინფორმაციით, უკვე დადგენილია...
video
ყვარელში, ბავშვთა რეაბილიტაცია-აბილიტაციის მულტიდისციპლინური მომსახურების ცენტრი ამოქმედდა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. ცენტრის მიზანია ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 0-18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური განვითარების ხელშეწყობა, ფიზიკური და ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზება, შშმ პირთა ოჯახების გაძლიერება და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობა. ცენტრი ამჟამად, შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საჭიროებების მქონე 40-ზე მეტ ბავშვს ემსახურება. აღნიშნული პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით, ასოციაცია ,,ანიკას“ და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა. ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, დამსწრე საზოგადოებას ის პრიორიტეტები გააცნეს, რის მიხედვითაც იხელმძღვანელებს მუნიციპალიტეტის მერია მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. იფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ინფრასტრუქტურის განვითარება - 8 333,0 ათასი ლარი: საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება - 1 900,4 ათასი ლარი; წყლის სისტემების განვითარება -1 620,0 ათასი ლარი; გარე განათება - 1 030,0 ათასი ლარი; კეთილმოწყობა -3...
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი ლაზარაშვილის განცხადებით, 2023 წელს მუნიციპალური ტრანსპორტის ქსელის შექმნის მიზნით, ახალციხეს 13 ახალი ავტობუსი ეყოლება. მერის განმარტებითვე, იგეგმება მოსწავლეებსა და სტუდენტებზე სპეციალური (ფასდაკლებული) ტარიფის შემუშავებაც. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ახალციხის საკრებულოში, მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვისას, კითხვაზე, როდესაც ახალციხის მუნიციპალიტეტში განახლებული და ორგანიზებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმუშავებს, საიდან გამოიყოფა ფინანსები მისი თანამშრომლების და სხვა სახის ხარჯების...
ქუთაისში "გუბერნსკის ციხის" ყოფილი შენობა, რომელიც ერთი წლის წინ გაიყიდა, ისევ მიტოვებულია. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. ეკონომიკის სამინისტრომ  შენობა  გასული წლის ივნისში გაასხვისა. ობიექტის მეპატრონე  ქუთაისელი ბიზნესმენი დავით კოსტავაა. მან 9 196 კვ.მ ფართზე განთავსებულ შენობაში 1 750 000 ლარი გადაიხადა. რა უნდა მოეწყოს ტერიტორიაზე ან დაანგრევენ თუ არა ციხის ყოფილ  შენობას, ამის გასარკვევად გამოცემა "ქუთაისი პოსტი" დავით კოსტავას დაუკავშირდა, თუმცა,...
მგზავრთა დაზიანებული მოსაცდელების რეკონსტრუქციისთვის ქუთაისის მერიამ 53 776 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გარემონტდება 6 მოსაცდელი გუმათში, ორი მოსაცდელი ახალგაზრდობის გამზირზე, სადგურ რიონში და ნიკეას ქუჩაზე.სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების დადებიდან 45  კალენდარული დღეა.
შეზღუდული შესაძლებლობის პირები მარნეულის მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ. სპეციალური სამგზავრო ბარათები შშმ პირებს დღეს, 22 ნოემბერს, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გადასცეს. ცნობისთვის, საქართველოს უსინათლოთა კავშირის, ბოლნისის, მარნეულის და დმანისის გაერთიანებული ფილიალის თავმჯდომარემ სურიკ ჩიჩიანმა მარნეულის მერიაში განცხადება 2021 წლის დეკემბერში შეიტანა შშმ პირებისთის უფასო მგზავრობის სერვისის დანერგვა სთხოვა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფიო გორგოძის განცხადებით, წლის ბოლოს მე-4 და მე-6 კლასელების მიღწევები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე, მათემატიკაში ტესტირებით შეფასდება. როგორც გორგოძემ განაცხადა, ცენტრი ახლა მუშაობს საპილოტე პროექტზე სახელწოდებით, „შეფასება განვითარებაზე“, რომლის მიზანია ორ საგანში ელექტრონული პლატფორმის დახმარებით, წლის ბოლოს მეოთხე და მეექვსეკლასელების მიღწევების შეფასება მოხდეს. მისივე თქმით, პროექტი, რომელიც უახლოეს პერიოდში მთელ ქვეყნის სკოლებს მოიცავს,...
თელავში საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჩოგბურთის კორტების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. თელავის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თიხის ტიპის საფარის მქონე და ჰარდის ტიპის საფარის მქონე კორტების მოწყობა, ასევე ჰარდის ტიპის ჩოგბურთის მოედნის გადახურვა. „რეაბილიტაცია ჩაუტარდება ჩოგბურთის სავარჯიშო კედელს. დამონტაჟდება ტრიბუნები მაყურებლისათვის, მოეწყობა გარე განათების თანამედროვე სისტემა, სავალ ბილიკებზე მოეწყობა ბეტონის ფილები. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება არსებულ შენობასაც. მოეწყობა სივრცე ადმინისტრაციის განსათავსებლად,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ