თელავში ავტობუსებისთვის ახალი გაჩერებები და საინფორმაციო დაფები მოეწყობა

286

თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართული მუშაობისთვის ახალი გაჩერებები და საინფორმაციო დაფები მოეწყობა, არსებულ მარშრუტებს კი ახალი დაემატება. ინფრმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

ამასთან დაკავშირებით თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა ისაუბრა. მისივე თქმით, უკვე მესამე წელია საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოსახლეობას უფასოდ ემსახურება, თუმცა უახლოეს პერიოდში დაგეგმილია, რომ ავტობუსებით გადაადგილება ფასიანი გახდეს.

აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება თვითმმართველობამ უკვე მიიღო. თელავის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ანდრიაშვილის ინფორმაციით, უკვე დადგენილია მგზავრობის საფასური 1 ლარი, რომელიც სავარაუდოდ მომავალი წლის დასაწყისიდან ამოქმედდება.

მისივე თქმით, დადგენილია ასევე მოქალაქეების 16 სტატუსის ჩამონათვალი, რომლებიც შეღავათებით, 50 თეთრით ისარგებლებენ.

“ამ მიმართულებით არის გამოწვევები, მაგალითად, ავტობუსის გასაჩერებელი ადგილები ხარვეზებით არის დახაზული, რაც რიგ პრობლემებს იწვევს. შესაბამისი ინფრასტრუქტურაა მოსაწესრიგებელი, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ ეტაპობრივად. ასევე ვგეგმავთ ახალი გაჩერებების და მარშრუტების დამატებასაც. გარდა ამისა, ასევე ვგეგმავთ ეკრანების და ტაბლოების განთავსებას, სადაც იქნება აღნიშნული რომელი ავტობუსი მოდის, რამდენი წუთით იგვიანებს და სხვა. ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე ამ საკითხებს მოვაგვარებთ და ახალი წლიდან უკვე ფასიანი გახდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი”, – განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.