თელავში ჩოგბურთის კორტების რეაბილიტაცია დაიწყო

319

თელავში საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჩოგბურთის კორტების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

თელავის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თიხის ტიპის საფარის მქონე და ჰარდის ტიპის საფარის მქონე კორტების მოწყობა, ასევე ჰარდის ტიპის ჩოგბურთის მოედნის გადახურვა.

„რეაბილიტაცია ჩაუტარდება ჩოგბურთის სავარჯიშო კედელს. დამონტაჟდება ტრიბუნები მაყურებლისათვის, მოეწყობა გარე განათების თანამედროვე სისტემა, სავალ ბილიკებზე მოეწყობა ბეტონის ფილები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება არსებულ შენობასაც. მოეწყობა სივრცე ადმინისტრაციის განსათავსებლად, ასევე კაფე ბარი და სანიტარული კვანძი.

შენობაში მოეწყობა ახალი გათბობა-გაგრილების სისტემა, გარე სივრცეში კი ახალი სადრენაჟე და წყალ-კანალიზაციის სისტემები.

პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება“, – აღნიშნულია თელავის მერიის განცხადებაში.