მგზავრთა დაზიანებული მოსაცდელების რეკონსტრუქციისთვის ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა
მგზავრთა დაზიანებული მოსაცდელების რეკონსტრუქციისთვის ქუთაისის მერიამ 53 776 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გარემონტდება 6 მოსაცდელი გუმათში, ორი მოსაცდელი ახალგაზრდობის გამზირზე, სადგურ რიონში და ნიკეას ქუჩაზე.
სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების დადებიდან 45 კალენდარული დღეა.