ყვარელში, ბავშვთა რეაბილიტაცია-აბილიტაციის მულტიდისციპლინური მომსახურების ცენტრი ამოქმედდა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
ცენტრის მიზანია ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 0-18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური განვითარების ხელშეწყობა, ფიზიკური და ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზება, შშმ პირთა ოჯახების გაძლიერება და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობა. ცენტრი ამჟამად, შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საჭიროებების მქონე 40-ზე მეტ ბავშვს ემსახურება.
აღნიშნული პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით, ასოციაცია ,,ანიკას“ და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა.