შშმ პირები მარნეულის მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ

218

შეზღუდული შესაძლებლობის პირები მარნეულის მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ.

სპეციალური სამგზავრო ბარათები შშმ პირებს დღეს, 22 ნოემბერს, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გადასცეს.

ცნობისთვის, საქართველოს უსინათლოთა კავშირის, ბოლნისის, მარნეულის და დმანისის გაერთიანებული ფილიალის თავმჯდომარემ სურიკ ჩიჩიანმა მარნეულის მერიაში განცხადება 2021 წლის დეკემბერში შეიტანა შშმ პირებისთის უფასო მგზავრობის სერვისის დანერგვა სთხოვა.