ბორჯომში, სააკაძის N2-ში, ე. წ ექიმების მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი, აივანი და კარ-ფანჯარა, მოეწყობა დეკორატიული ელემენტები. „ფასადების რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონული განვითარების ფონდიდან 1 205 518 ლარით ფინანსდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ბესთ ბილდ გრუპი" ასრულებს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქის...
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ საკანცელარიო ნივთების შესაძენად 25 227 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. მარნეულის მერიამ საკანცელარიო ნივთების შესაძენად ტენდერი 25 ნოემბერს გამოაცხადა, ხოლო, ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 3-დან 5 დეკემბრამდე პერიოდში შეეძლებათ. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მასში გამარჯვებულმა კომპანიამ მერიას საკანცელარიო ნივთები ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 კალენდარულ დღეში უნდა მიაწოდოს.
ცაგერის მერმა, გიორგი თევზაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც ის Facebook-ზე წერს, მიღებული გადაწყვეტილება გუნდთან პოზიციების შეუთავსებლობას არ უკავშირდება და ქართული ოცნების "რიგით წევრად" რჩება. "მინდა საზოგადეობას ვაცნობო, ვტოვებ ცაგერის მერის თანამდებობას. გადაწყვეტილება მივიღე პირადი მიზეზების გამო და ეს ნაბიჯი არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკური შეხედულებების ცვლილებას ან გუნდთან პოზიციების შეუთავსებლობას! მჯერა, რომ ქართული ოცნება საქართველოში საქმეზე ორიენტირებული ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, შესაბამისად, მე კვლავაც ვრჩები გუნდის რიგით წევრად და ჩვენი...
გორის სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში მოქალაქეებმა 2023 წლისთვის 94 საინიციატივო წინადადება წარადგინეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, წარდგენილი წინადადადებებიდან 37 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა. “გამარჯვებული საინიციატივო წინადადებების გამოვლენის პროცესი 19 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას ღებულობდნენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სრულწლოვანი მოქალაქეები”, – ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შერჩეული პროექტები გორის მერიის 2023 წლის ბიუჯეტიდან 3 000 000...
სურსათის ეროვნული სააგენტო, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ცხოველთა რეგისტრაციის ეროვნული სისტემის (NAITS) პროექტის მხარდაჭერით, უსასყიდლოდ უზრუნველყოფს საფუტკრე მეურნეობების რეგისტრაციას. საფუტკრე მეურნეობის რეგისტრაციისთვის ფერმერებმა სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ/მუნიციპალურ ოფისებს უნდა მიმართონ. ფერმერთა ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, მომზადდა შესაბამისი საინფორმაციო მასალა. სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ცხოველთა რეგისტრაციის ეროვნული სისტემის (NAITS) პროექტის წარმომადგენლები მეფუტკრე ფერმერებთან რეგულარულ შეხვედრებს მართავენ. იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია ხელს უწყობს ცხოველური წარმოშობის...
წინა სტატია თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჩიკვილაძემ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას უარყო ინფორმაცია თითქოს წარმოდგენილ ბიუჯეტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით კლებაა დაფიქსირებული. "მინდა ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო და თითოეულ ჩემს სიტყვაზე პასუხს ვაგებ, რომ კლება ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით არ არის. განვმარტავ, რომ უფასო და შეღავათიანი ტარიფები რომელიც გარკვეულ ჯგუფებს დედაქალაქში მოძრავ სხვადასხვა...
თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, თბილისის ბიუჯეტი 121 მილიონი ლარით მცირდება, თუმცა, 9 მილიონით იზრდება შრომით ანაზღაურება. მომავალი წლიდან გაიზრდება საჯარო მოხელეების ანაზღაურებაც. ახალ პროექტს აკრიტიკებენ ოპოზიციაში. ისინი ამბობენ, 2023 წლის ფინანსური დოკუმენტი ვერ პასუხობს თბილისის ახლანდელ გამოწვევებს. ოპოზიციის თქმით, "ქართულ ოცნებას" ახალ ბიუჯეტში გათვალისწინებული არ ჰყავს დედაქალაქის მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ნაწილი. მათთვის გამოყოფილი სოციალური სასადილოების დღიური ულუფებისთვის...
ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი 28 მილიონ 110 ათასი ლარით არის განსაზღვრული, რაც წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 4 მილიონ 580 ათასი ლარით მეტია, - ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ზრდა შეეხება ჯანმრთელობის, განათლების, ახალგაზრდულ პროგრამებს და სოციალურ მიმართულებას, ასევე, ინფრასტრუქტურული...
ქუთაისის მერის მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ დაკავებული თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან გუშინ სოციალურ ქსელში განაცხადა. "ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, ქალაქის მერის ყოფილი მოადგილე აეროპორტების გაერთიანების დირექტორად ინიშნება. "რადგან ტურიზმი  არის ჩემი სფერო, შემიძლია გითხრათ რომ ავიაციაში ვბრუნდები, მაგრამ ეს რამდენად იქნება გაერთიანების დირექტორის პოსტი ამას ჯერ ვერ გეტყვით,  იქიდან გამომდინარე, რომ  რამდენიმე შემოთავაზება მაქვს", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ქარქაშაძემ მერის...
რუსთავის ოპოზიციურმა საკრებულომ ქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი არ დაამტკიცა. სხდომას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ესწრებოდა, რომელმაც ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს თავად წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თითქმის სამსაათიანი ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე, რუსთავის მერი საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობის კითხვებს პასუხობდა და დეპუტატებს მთავარი ფინანსური დოკუმენტის საგნობრივი განხილვისკენ მოუწოდებდა, თუმცა, ,"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა სხდომა...
ქალაქ თელავში, ურბანული განახლების მიზნით, ალაზნის გამზირის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ალაზნის გამზირის გზის საფარისა და ტროტუარების სრული რეაბილიტაცია, გამყოფი ზოლის მოწესრიგება და გამწვანების სამუშაოების ჩატარება, ასევე, იგეგმება საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გაჩერებების მოწყობა. პროექტი ხორციელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის სტრატეგიული მიზანია თელავის ურბანული ტერიტორიის ინტეგრაცია, რეგიონულ ცენტრზე ხელმისაწვდომობის ზრდა და ურბანული ტერიტორიების განვითარება,...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლოდ ქუჩების მოსართავად, გასანათებელი მოწყობილობების შესაძენისთვის ტენდერი 127 650 ლარზე გამოაცხადა. როგორც სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ვკითხულობთ, მიმწოდებელი ვალდებულია, საქონლის მიწოდება განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი)დღის ვადაში.  ჯამური რაოდენობა 3 000 ცალ გასანათებელ მოწყობილობას გულისხმობს. პროექტის ტენდერზე წინადადებების მიღება 26 ნოემბერს დაიწყება და 28 ნოემბერს დასრულდება.
ყველა ცვლილება, რა თქმა უნდა, პროექტანტთან შეთანხმებული და დამტკიცებული იყო - არასწორია ინფორმაცია, რომ ვიღაცამ ვიღაცასრაღაც დაუმალა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას ინფორმაციაზე, რომ „ვაკის პარკის შადრევნის თავდაპირველი პროექტი შეიცვალა და “გრინსერვისმა” მერია შეცდომაში შეიყვანა”. ამასთან, კალაძის თქმით, დამპროექტებელი სამუშაოების მიმდინარეობას ზედამხედველობას უწევდა. “ყველა ცვლილება, რა თქმა უნდა, პროექტთან შეთანხმებული და დამტკიცებული იყო. გარდა ამისა პროექტანტი...
ხაშურში რკინიგზის სადგურზე გადასავლელი ხიდის კიბეები დაზიანდა, – ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი საკრებულოში, ეკა პაპუაშვილი ავრცელებს და ფაქტის ამსახველ ფოტოებს სცოციალურ ქსელში აქვეყნებს. პაპუაშვილის თქმით, ხიდს რეაბილიტაცია ერთი თვის წინ ჩაუტარდა. “ხიდის რეაბილიტაცია ეთი თვის წინ დაიწყო, კიბები კი რომელიც დააგეს უკვე დაზიანდა. საუკუნოვანი ბეტონით ნაგებ კიბეები აყარეს და ეს უხარისხო რაღაც დააგეს შედეგიც სახეზეა. ერთი შეხედვიაც ჩანს, რომ უხარისხო...
წინა სტატია დავით ხიდაშელთან დადებული გარიგების შედეგად საქართველომ 2 მილიონი ლარის შემოსავალი დაკარგა, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ მომზადებულ კვლევაში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. "„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წლებია საუბრობს ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციის მზარდ პრობლემაზე. მაღალი დონის კორუფციის ერთ-ერთი გამოვლინებაა, როდესაც პოლიტიკურ ელიტასთან დაახლოებული ბიზნესმენები გარკვეული სამსახურის სანაცვლოდ სხვადასხვა სარგებელს იღებენ. ბოლო წლებში ამის კარგი მაგალითია რუსული კავშირების მქონე...
რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ის პრესსამსახური ავრცელებს. უკანონო დაკავების მორიგ ფაქტთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი. საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებული ინციდენტის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით. საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტზე...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ