ქალაქ თელავში, ურბანული განახლების მიზნით, ალაზნის გამზირის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ალაზნის გამზირის გზის საფარისა და ტროტუარების სრული რეაბილიტაცია, გამყოფი ზოლის მოწესრიგება და გამწვანების სამუშაოების ჩატარება, ასევე, იგეგმება საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გაჩერებების მოწყობა.
პროექტი ხორციელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის სტრატეგიული მიზანია თელავის ურბანული ტერიტორიის ინტეგრაცია, რეგიონულ ცენტრზე ხელმისაწვდომობის ზრდა და ურბანული ტერიტორიების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს თელავის, როგორც რეგიონული ცენტრის განვითარებას.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ენ-დი როუდი” ასრულებს, ხოლო, პროექტის განხორციელებისთვის 2 577 752 ლარი დაიხარჯება.