ნაცმოძრაობა: ხაშურში ახლადრეაბილიტირებული ხიდის კიბეები დაზიანდა

992

ხაშურში რკინიგზის სადგურზე გადასავლელი ხიდის კიბეები დაზიანდა, – ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი საკრებულოში, ეკა პაპუაშვილი ავრცელებს და ფაქტის ამსახველ ფოტოებს სცოციალურ ქსელში აქვეყნებს.

პაპუაშვილის თქმით, ხიდს რეაბილიტაცია ერთი თვის წინ ჩაუტარდა.

“ხიდის რეაბილიტაცია ეთი თვის წინ დაიწყო, კიბები კი რომელიც დააგეს უკვე დაზიანდა. საუკუნოვანი ბეტონით ნაგებ კიბეები აყარეს და ეს უხარისხო რაღაც დააგეს შედეგიც სახეზეა. ერთი შეხედვიაც ჩანს, რომ უხარისხო მასალითაა გაკეთებული”, – ამბობს ეკა პაპუაშვილი.