თბილისში პროექტის - "ქალაქი-ბიბლიოთეკა" განხორციელება დაიწყო. პრიექტის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ გაიმართა.
"ქალაქი-ბიბლიოთეკა" ელექტრონული წიგნების სახლის - "საბა", თბილისის მერიისა და პრეზიდენტის ფონდის ერთობლივი პროექტია.
სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს, თბილისის მასშტაბით 300 სხვადასხვა ადგილას განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკებიდან, სტენდზე დატანილი QR კოდის მეშვეობით, უფასოდ ჩამოტვირთოს "საბას" ელექტრონული და ხმოვანი წიგნები სმარტფონში და საჩუქრად მიიღოს მრავალფეროვანი პირადი ბიბლიოთეკა.
ორგანიზატორებმა პროექტის განხორციელება ქართველი მწერლების...
მეტრო ,,ნაძალადევის” მიმდებარე ტერიტორიაზე, პარკ-სკვერების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, დასასვენებელი რეკრეაციული ზონის სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია განხორციელდა. ინფორმაციას ნაძალადევის რაიონის გამგეობა ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, სკვერი სრულად კეთილმოეწყო. დამონტაჟდა განათების თანამედროვე სისტემა, შადრევანი, დაიგო ქვაფენილი, მოეწყო ბორდიურები და კიბეები. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, დაიგო რულონური გაზონი და დაირგო 800 ძირი მარადმწვანე ბუჩქი. გამგეობის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აღდგება შადრევანიც. დაგეგმილია საბავშვო-გასართობი ზონის მოწყობაც. სკვერის განახლებაზე 150 000...
თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა ე.წ ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
"თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლების მიერ დასუფთავდა მეველის ქუჩა და მეტროსადგურ "სამგორის" მიმდებარე ტერიტორია. მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა მოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილეს, შეეწყვიტათ უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა.
როგორც უკვე ცნობილია, ბაზრობების ასოციაცია, ექვსი თვის განმავლობაში, შეღავათიანი პირობებით, გარემოვაჭრეებს, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით, ადგილებს დაუთმობს,...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “გურია ნიუსის” გადაცემა “კვირის თემაში” განაცხადა, რომ 2014 წელს 7 ქალაქისთვის თვითმმართველის სტატუსის მინიჭება და გაყოფის შედეგად სათემო მუნიციპალიტეტების შექმნა კოალიცია “ქართული ოცნების” სულელური გადაწყვეტილება იყო.
კობახიძე მიიჩნევს, რომ ქალაქისა და თემის ადგილობრივი ხელისუფლებები ერთ ქალაქში არ უნდა ისხდნენ და ამიტომ საქალაქო და სათემო მუნიციპალიტეტები კვლავ უნდა გაერთიანდეს. ის არ გამორიცხავს, რომ გაერთიანება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე მოხდება.
პარლამენტის...
შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე ამბობს, რომ გორი თვითმმართველი ქალაქის სტატუსს არ დაკარგავს, თუმცა, მას გორის სათემო მუნიციპალიტეტის სოფლები შეუერთდება. ეს განცხადება გუბერნატორმა ტელეკომპანია "დიას" ეთერში გააკეთა. ის თვლის, რომ ოპტიმიზაციის თვალსაზრისით ქალაქ გორის მუნიციპალიტეტისა და გორის თემის მუნიციპალიტეტის გაერთიანება კარგი იქნება.
სამხარაძე, ასევე, აცხადებს, რომ ქალაქ გორის მერი აიღებს პასუხისმგებლობას გორის მუნიციპალიტეტის სოფლების მაცხოვრებლებზეც. მისი ინფორმაციით, ანალოგიური მოდელი გავრცელდება...
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში, მუნიციპალური პროექტის „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივითა და ჩართულობით გაიხსნა ქალთა კლუბი.
პროექტის მიზანია თემში მცხოვრები ქალების საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობის ხელშეწყობა, ქალთა მონაწილეობის წასახალისება სათემო და მუნიციპალურ დონეებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში და სოფლად მცხოვრები ქალების გააქტიურება. აღნიშნული სივრცე, შესაძლებელია გამოყენებული იქნას სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფებისა თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიერ შეხვედრების მოსაწყობად, ახალი პროექტების დაგეგმვისა...
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ერთ-ერთი პუნქტი შრომითი ინსპექციის ეფექტურ მუშაობასა და უწყების როლის გაზრდას ეხება.
ადამიანის უფლებების, სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) პროექტის კოორდინატორი თამარ ჭუბაბრია knews.ge-სთან განმარტავს, რომ დღეს შრომითი ინსპექცია ვერ ახორციელებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას ეფექტურად. მისივე განცხადებით, ინსპექციის როლი უნდა გაიზარდოს.
,,წელს გაცემულია დაპირება, რომ შრომის ინსპექცია აღიჭურვება უპირობო დაშვებით დასაქმების ადგილებზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხების შესასწავლად....
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში შშმ პირებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი მოეწყობა და გაიხსნება.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობის პრესსამსახურიდან აცნობეს.
პრესსამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ცენტრი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ პროგრამის"პოლონეთის დახმარება საქართველოს 2017" ფარგლებში გაკეთდება.
,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ერთადერთია იმ თვითმმართველობებს შორის, რომელმაც ყველა საკონკურსო პირობა დააკმაყოფილა და სოფელ ტინისხიდში შშმ პირებისთვის...
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს თბილისის შიდასაქალაქო მობილობის სისტემაში მეტროპოლიტენის ეფექტურობის ზრდისკენ მიმართულ რეკომენდაციათა ერთობლიობას. იგი მოცემულ საკითხთან დაკავშირებული უფრო დეტალური დოკუმენტის წინასწარი მოკლე ვერსიაა. მისი უმთავრესი ფუნქციაა, დაინტერესებულ მხარეებს გააცნოს კვლევის წინასწარი შედეგები და მიიღოს რეკომენდაციები, რომლებიც მნიშვნელოვანია საბოლოო დოკუმენტის მომზადების პროცესში.
დოკუმენტი მომზადებულია თბილისის საკრებულოს დამოუკიდებული დეპუტატის ალექსანდრე ელისაშვილისა და „ურბანული ლაბორატორიის“ მიერ.
პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს მიერ. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები...
https://www.youtube.com/watch?v=Vc7pzAJmtVE&feature=youtu.be
„ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისთვის“-ასე ქვია პროექტს, რომელსაც „მეწარმე ქალთა ფონდი“ ევროკავშირის დაფინანსებითა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანაპარტნიორობით ახორციელებს. პროექტის მიზანია შიდა ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში მცხოვრები სრულწლოვანი პრობაციონერებისთვის რესოციალიზაციისათვის ხელშეწყობაა.
პროგრამის ფარგლებში მოხდება სახელმწიფოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობით ბენეფიციარებისთვის სხვადასხვა სერვისების მიწოდება.
"პარლამენტი ქუთაისში დარჩება მანამ, ვიდრე ქალაქი ახალ სტატუსს შეიძენს", - განაცხადა ქუთაისში კონსტიტუციის საერთო-სახალხო განხილვისას პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქალაქში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, რომელიც მას ახალ სულს ჩაბერავს.
"ქუთაისს ახალი დატვირთვა მიენიჭება, აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტს. ეს არ არის მორიგი პროექტი, არამედ გრანდიოზული პროექტი, რომელიც ახალ სულს ჩაბერავს ქუთაისის განვითარებას და ეს იქნება რადიკალური ნაბიჯი. ქალაქის განვითარებისთვის ასევე სხვა მნიშვნელოვანი...
დუშეთის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით 5 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაციის "ხევსური ქალები ჯანსაღი მომავლისათვის" ინიციატივითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით, ბარისახოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ლიტერატურული კაფე "კაფია" გაიხსნა. გახსნის აღსანიშნავად ჩატარდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ შუაფხოს სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები, პატარა პიანისტები - მარიამ და გიორგი წიკლაურები, მიშა წითელაშვილი, ქისტური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი და მომღერალი დათო კენჭიაშვილი, საღამოს უძღვებოდა ა(ა)იპ "ხევსური ქალები ჯანსაღი...
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის მოსახლეობა საბავშვო ბაღების გახსნას ითხოვს. როგორც ისინი ამბობენ, ეს მათი შვილებისთვის მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვების გონებრივ განვითარებას შეუწყობს ხელს.
ლამბალოში მცხოვრები საიათ ქაზუმგიზი ამბობს, რომ მისი შვილიშვილები მთელი დღე ქუჩაში თამაშობენ.
-„ჩემი ერთი შვილიშვილი 6 წლის ხდება, მეორე 5-ს. სოფელს ბაღი არ აქვს და მთელი დღე ქუჩაში არიან, ბაღი მხოლოდ ქეშალოშია, ისიც ერთ ოთახშია გახსნილი და 10-20...
ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, ქალაქ ამბროლაურში, თვითმმართველობათა ტერიტორიული ორგანოების სტატუსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, ქალაქ ამბროლაურის მერი რატი ნამგალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე, მოადგილეები და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. შეხვედრა ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ გახსნა. მხარეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებზე, მუნიციპალიტეტების ინსტიტუციური მოწყობის საკითხებზე, თვითმმართველი ქალაქების, სოფლების, დაბების როლსა და...
იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტოშიო კაიტანიმ იაპონიის მთავრობის „გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროექტი“-ს ფარგლებში ლაგოდეხში რეაბილიტირებული №1 საბავშვო ბაღი გახსნა.
გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციის „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“ დაფინანსებით, ბაღისთვის ახალი ინვენტარი შეიძინეს. ჯამში პროექტზე 150 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.
„ნომერ პირველი ბაღი ძალიან სავალალო მდგომარეობაში იყო. არასამთავრობო ორგანიზაცია „საგასთან“ ერთად დავამუშავეთ პროექტი, რომელმაც იაპონიის საელჩოში შეიტანა. ამ პროექტზე მუნიციპალიტეტმაც...
„ჩემი ინტერესია თელავის მერის ინსტიტუტის შენარჩუნება, თუმცა ჯერ კიდევ საკამათო თემაა მისი მმართველობა გავრცელდება თუ არა თელავის თემზე და მე ამაზე ვმუშაობ მთავრობასთან და ჩემს კოლეგებთან“, - განუცხადა knews.ge-ს თელავისა და ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა ქალაქ თელავისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას.
სესიაშვილის განცხადებით, მისთვის პრინციპული საკითხია, რომ თვითმმართველობის კოდექსში მოსალოდნელი ცვლილებების შემდეგ ქალაქისა და თემისათვის განსაზღვრული...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































