„ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისთვის“-ასე ქვია პროექტს, რომელსაც „მეწარმე ქალთა ფონდი“ ევროკავშირის დაფინანსებითა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანაპარტნიორობით ახორციელებს. პროექტის მიზანია შიდა ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში მცხოვრები სრულწლოვანი პრობაციონერებისთვის რესოციალიზაციისათვის ხელშეწყობაა.
პროგრამის ფარგლებში მოხდება სახელმწიფოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობით ბენეფიციარებისთვის სხვადასხვა სერვისების მიწოდება.