დუშეთის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით 5 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაციის “ხევსური ქალები ჯანსაღი მომავლისათვის” ინიციატივითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით, ბარისახოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ლიტერატურული კაფე “კაფია” გაიხსნა. გახსნის აღსანიშნავად ჩატარდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ შუაფხოს სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები, პატარა პიანისტები – მარიამ და გიორგი წიკლაურები, მიშა წითელაშვილი, ქისტური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი და მომღერალი დათო კენჭიაშვილი, საღამოს უძღვებოდა ა(ა)იპ “ხევსური ქალები ჯანსაღი მომავლისათვის” თავმჯდომარე, პოეტი ლელა გაბური. გამომცემლობა ,”საუნჯის” წარმომადგენელმა გივი ჩიქვილაძემ ბარისახოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები ახალგაზრდები წიგნებით დაასაჩუქრა, აგრეთვე, სიგელები გადაეცათ ბარისახოს ჭიდაობა – ძიუდოს სექციის აღსაზრდელებს. ხოლო, პიანისტები – მარიამ და გიორგი წიკლაურები დაჯილდოვდნენ არასამთავრობო ოპრგანიზაციის მიერ სპეციალური სიგელებით. საღამოს ესწრებოდა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი – ვაჟა ჩოხელი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას კაფის გახსნა მიულოცა და ადგილობრივ ახალგაზრდებს, მათ წამოწყებებსა და ინიციატივებში სამომავლო მხარდაჭერა აღუთქვა.
ბლოგი
ტესტი
როგორ იცნობ დემოკრატიული რესპუბლიკის დროინდელ ადგილობრივ თვითმმართველობას?
პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ რეფორმა სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა იყო. დამოუკიდებლობის არასრულ სამ წელში ამ მიმართულებით იმაზე მეტი გაკეთდა, ვიდრე 1991 წელს აღდგენილი...