“პარლამენტი ქუთაისში დარჩება მანამ, ვიდრე ქალაქი ახალ სტატუსს შეიძენს”, – განაცხადა ქუთაისში კონსტიტუციის საერთო-სახალხო განხილვისას პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქალაქში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, რომელიც მას ახალ სულს ჩაბერავს.
“ქუთაისს ახალი დატვირთვა მიენიჭება, აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტს. ეს არ არის მორიგი პროექტი, არამედ გრანდიოზული პროექტი, რომელიც ახალ სულს ჩაბერავს ქუთაისის განვითარებას და ეს იქნება რადიკალური ნაბიჯი. ქალაქის განვითარებისთვის ასევე სხვა მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. რეგიონების მეტად განვითარდებისათვის, თვითმმართველ ქალაქებს გავუზრდით ფინანსურ რესურსს. ჩვენი მიზანი არა მარტო საუბარი, არამედ მუშაობაა. ჩვენს გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც უახლოეს მომავალში განხორციელდება. ამაზე პასუხისმგებლობა აიღო პრემიერმა და პასუხისმგებლობას ვიღებთ მმართველი გუნდი”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას ქუთაისში დასმული კითხვები, ძირითადად, პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხის ირგვლივ დაისვა. ადგილობრივებმა დარბაზში პლაკატი გამოფინეს წარწერით – “ქუთაისი პარლამენტში უნდა დარჩეს”.
წყარო: ნიუპრესი