ჩვენი ოპონენტების მიერ დასმულ კითხვებს, ვფიქრობ, ბატონმა მერმა კვალიფიციური და კანონიერი პასუხი გასცა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა ჟურნალისტებს ოპოზიციონერი დეპუტატების საპასუხოდ განუცხადა.
ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მოთხოვნის შესაბამისად, დღეს საკრებულოში მერიის მაღალი თანამდებობის პირები არ გამოცხადდნენ.
გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, ამ პერიოდში, როდესაც თბილისიდან მოსახლეობის ნახევარზე მეტი გასულია, მერია არაერთ პროექტს ახორციელებს.
როგორც ალიბეგაშვილმა აღნიშნა, მერიის ყველა სამსახური დატვირთულ...
თბილისის მერიის ინფორმაციით, კალაუბანში, ბეთლემის ქუჩა N10-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტი თბილისის განვითარების ფონდის მიერ, „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, ისტორიულ-კულტურული ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამით განხორციელდა. დასრულებულ სამუშაოებს დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია, კრწანისის რაიონის გამგებელ გიორგი კოპალეიშვილთან და თბილისის განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
დავით ნარმანიას თქმით, მოსახლეობისთვის მიცემული პირობა შესრულებულია და ბეთლემის N10-ში მცხოვრები 13 ოჯახი საკუთარ სახლებში...
დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” სხდომაზე თბილისის მერიის წარმომადგენლები არ გამოცხადდნენ. ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს საკრებულოში თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და მერიის ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი ხუცურაული ჰყავდათ დაბარებული.
როგორც ჟურნალისტებს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მარიკა დათუკიშვილმა განუცხადა, მათ მერიის მაღალი თანამდებობის პირებთან შეკითხვები ჰქონდათ 28 ივლისის განკარგულებით მერიაში 610 ადამიანის დასაქმების შესახებ, ასევე 1-ლი ივლისიდან რატომ არ გამოცხადდა მერიაში...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო საამუშაოები დასრულდა.
პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო კომპანია „ ლაგოდეხგზა“-მ განახორციელა. ახლად რეაბილიტირებული გზა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ ადგილზე დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა. შიდა გზის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაობი მიმდინარეობს სოფელ უზუნთალაშიც მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე სამუშაოებით კმაყოფილია.
გვინდა გამოვეხმაუროთ 26 ივლისს, საქართველოს პარლამენტში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე“ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის მისამართით გამოთქმულ მითითებას საჯარო მოსამსახურეთა მიერ აზრის გამოხატვის შეზღუდვასთან დაკავშირებით.
პირველ რიგში, გვინდა ხაზი გავუსვათ იმ სამართლებრივ უზუსტობას, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ დაუშვა. კერძოდ, “საქართველოს საჯარო სამსახურის” ახალი კანონის შესაბამისად, რომელიც 2017 წლის 1 ივლისს ამოქმედდა,...
ბორჯომში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. რეაბილიტაცია უტარდება საავტომობილო გზებს, ამასთანავე, ხორციელდება საფეხმავლო ბილიკების მოწყობის, საბავშვო ბაღების შენობების, სკვერების, სპორტული მოედნების, მოსაცდელების, საყრდენი კედლების, წყალსადენისა და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განმარტებით, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მიმდინარეობს: მესხეთის, ნიკოლაძის ვაშლოვანის ქუჩებზე, ასევე დაბა ახალდაბაში, დაბა წაღვერში, სოფლებში- ჭობისხევში, კორტანეთში, ცემში, ტაძრისში, საკირეში, რისთვისაც ჯამში 2 მილიონ ნახევარზე მეტი...
სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიმართავს საარჩევნო კამპანიის მონიტორინგის საკითხებით დაინტერესებულ და შესაბამისი გამოცდილების მქონე ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და მათ წარმომადგენლებს იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2017 წლის არჩევნების პროცესში პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხებზე საკონსულტაციო/საინფორმაციო კომისიაში მონაწილეობის მისაღებად.
შეხვედრა გაიმართება 2017 წლის 7 აგვისტოს, 15:00 საათზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფისში. მისამართი: ქ. თბილისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. N96.
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა წერილობით უნდა წარმოადგინონ მათი...
აჭარაში ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის პროექტი იწყება, რომლისთვისაც 28 მილიონ აშშ დოლარამდე თანხაა გამოყოფილი.
როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე აცხადებს, პროექტი თავისი მნიშვნელობით, უპრეცედენტოა.
"საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება მიწების გამოსყიდვის პროცესი და ჩვენ მივიღებთ მაღალი კლასის საავტომობილე გზას ხულო-ზარზმის მიმართულებით.
შარშან ვაანონსებდით და ფაქტობრივად, დასასრულს მიუახლოვდა ტენდერი. ეს არის, შეიძლება ითქვას, საუკუნის პროექტი.
პირველ ეტაპზე დაიწყება გზის მშენებლობა ხულო-გოდერძის მიმართულებით. უკვე დაიწყო...
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) სამ მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
IDFI-ის ცნობით, ახალციხის, ბათუმისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეფექტურ სამოქალაქო ჩართულობას სამი ძირითადი რამ აფერხებს:
1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელთა არასაკმარისი უნარები;
2. გადაწყვეტილებების მიმღებთა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან პოლიტიკური ნების ნაკლებობა;
3. ინოვაციური მიდგომების არარსებობა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, გამოკითხვაში მონაწილე საჯარო...
https://www.youtube.com/watch?v=UOvupHf4k44
პარტია გირჩის წარმომადგენელი ცესკო-ში პარტიის მიერ წარდგენილი ხელმოწერების დათვლის პროცესზე დასასწრებად მივიდა.
როგორც პარტიის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხდა, დღევანდელი დღე ცესკო-ს მხრიდან სტანდარტული პროცედურაა და მათ კანონმდებლობა აძლევთ უფლებას, რომ ხმის დათვლის პროცესს დააკვირდნენ.
გირჩის წევრის განმარტებით, ცესკო ხმის დათვლის პროცესში ამოწმებს პარტიის მიერ წარდგენილი ხელმოწერების ნამდვილობას, სწორედ ამ პროცედურის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას ცენტრალური საარჩევნო კომისია გირჩის თვითმმართველობის არჩევნებზე დარეგისტრირების შესახებ.
პარტიაში მიიჩნევენ, რომ ცესკო-ს ნებისმიერი სახის გადაწყვეტილება...
https://www.youtube.com/watch?v=i131Q2glfGQ
„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია გლდანის მცხოვრებლებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
მოსახლეობის ინფორმაციით, გლდანის მესამე ა მიკროს 23-ე 24-ე კორპუსების მცხოვრებლებმა არაერთხელ მიმართეს ქალაქ თბილისის მერიასა და გამგეობას კორპუსებს შორის არსებული ხელოვნურად დაყრილი მიწის გასატანად და ადგილზე სკვერის მოსაწყობად.
როგორც ადგილზე გაირკვა, გამგეობა თავდაპირველად ადგილობრივებს დაჰპირდა სკვერის მოწყობას, თუმცა საბოლოოდ უარი განაცხადეს.
მოსახლეობა აცხადებს, რომ არსებული სტადიონის გარდა, რომელიც ასევე არ...
თბილისის მერია „საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების“ პროგრამაში მონაწილეობისთვის კონკურსს აცხადებს. საბუთების მიღება 15 აგვისტომდე გახანგრძლივდა.
მერია „ცნობიერების ამაღლების“ პროგრამას უკვე მეორედ ატარებს. პროგრამის მიზანია, ტრენინგების, კვლევების, აქციებისა თუ პოპულარიზაციის სხვა მეთოდებით ხელი შეუწყოს გზაზე მძღოლების, ქვეითებისა და ველოსიპედისტების მიერ მოძრაობის წესების გათავისებასა და პატივისცემას.
„იურიდიულმა პირებმა და არაკომერციულმა ორგანიზაციებმა სპეციალური ფორმით შევსებული განაცხადები ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში უნდა შეიტანონ....
სოფელ ძიმითში კულტურის სახლის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დასრულდება,- ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
სამუშაო პროცესი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ დაათვალიერა.
"მიმდინარეობს შენობის სრული განახლება, გარე ფასადის და ინტერიერის მოწყობა. ეს იქნება ადგილი, რომელიც მრავალ საინტერესო კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლებს. პროექტის ღირებულება 240 000 ლარს შეადგენს,“ - აღნიშნა გამგებელმა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ბახმაროს დასახლებულ ტერიტორიებსა და თავშეყრის ადგილებში, მეთვალყურეობის გარეშე მყოფ, მოხეტიალე წვრილფეხა და მსხვილფეხა შინაურ ცხოველებს სპეციალურ სადგომზე გადაიყვანენ. იზოლირებული ცხოველის მესაკუთრე კი, ყოველდღიურად 10 ლარს გადაიხდის. საფასური ცხოველის სულადობის მიხედვით გაიანგარიშება. შესაბამისი დადგენილება ჩოხატაურის საკრებულომ გამოსცა, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.
დადგენილების მიხედვით, მეთვალყურეობის გარეშე მყოფ შინაურ ცხოველებზე კონტროლის ორგანიზებას მოახდენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა, რომელსაც განახორციელებს ა(ა)იპ „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის...
ქედაში "ნაციონალური მოძრაობა" რაიონული ორგანიზაციის ოთხმა წევრმა დატოვა. ესენი არიან, ზვიად თურმანიძე, იზოლდა ბარამიძე, ომარ ავალიანი და ამირან ბრომაძე.
როგორც ზვიად თურმანიძე "აიპრესთან" აცხადებს,ის იზოლდა ბარამიძესთან და ომარ ავალიანთან ერთად "ევროპულ საქართველოში" გადავიდა. რაც შეეხება ამირან ბროლაძეს, მას ჯერ არ გადაუწყვეტია, სად გააგრძელებს საქმიანობას.
„პარტია ნამდვილად დავტოვე. იმ პარტიაში ვერ ვხედავ პერსპექტივებს, პარტიის დატოვების მთავარი მიზეზიც ეს გახდა. ეხლა „ევროპულ საქართველოში“...
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რეგისტრაციის მიზნით, ცესკო-ს ამ დროისთვის 10-მა პარტიამ მიმართა. საარჩევნო ადმინისტრაციაში უკვე რეგისტრირებულია სამი პოლიტიკური გაერთიანება - „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ (თავმჯდომარე პაატა დავითაია), „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ (თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა) და „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ (თავმჯდომარე შოთა მალაშხია).
რეგისტრაციაზე უარი ცესკო-მ ორ პოლიტიკურ გაერთიანებას უთხრა - „საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პარტიას“ და „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტიას“. საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, უარის მიზეზი დოკუმენტაციის არაუფლებამოსილი პირის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































