ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო საამუშაოები დასრულდა.
პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო კომპანია „ ლაგოდეხგზა“-მ განახორციელა. ახლად რეაბილიტირებული გზა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ ადგილზე დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა. შიდა გზის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაობი მიმდინარეობს სოფელ უზუნთალაშიც მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე სამუშაოებით კმაყოფილია.