ელენე ხოშტარია გლდანის მცხოვრებლებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა

701

„ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია გლდანის მცხოვრებლებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

მოსახლეობის ინფორმაციით, გლდანის მესამე  მიკროს 23-ე 24-ე კორპუსების მცხოვრებლებმა არაერთხელ მიმართეს ქალაქ თბილისის მერიასა და გამგეობას კორპუსებს შორის არსებული ხელოვნურად დაყრილი მიწის გასატანად და ადგილზე სკვერის მოსაწყობად.

როგორც ადგილზე გაირკვა, გამგეობა თავდაპირველად ადგილობრივებს დაჰპირდა სკვერის მოწყობას, თუმცა საბოლოოდ უარი განაცხადეს.

მოსახლეობა აცხადებს, რომ არსებული სტადიონის გარდა, რომელიც ასევე არ არის კეთილმოწყობილი, ბავშვებს არ აქვთ  გასართობი სივრცე.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი