აჭარაში ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის პროექტი იწყება, რომლისთვისაც 28 მილიონ აშშ დოლარამდე თანხაა გამოყოფილი.
როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე აცხადებს, პროექტი თავისი მნიშვნელობით, უპრეცედენტოა.
“საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება მიწების გამოსყიდვის პროცესი და ჩვენ მივიღებთ მაღალი კლასის საავტომობილე გზას ხულო-ზარზმის მიმართულებით.
შარშან ვაანონსებდით და ფაქტობრივად, დასასრულს მიუახლოვდა ტენდერი. ეს არის, შეიძლება ითქვას, საუკუნის პროექტი.
პირველ ეტაპზე დაიწყება გზის მშენებლობა ხულო-გოდერძის მიმართულებით. უკვე დაიწყო განსახლება, ვაკეთებთ აბსოლუტურად საერთაშორისო სტანდარტებით თანამედროვე ტიპის გზას. აქ იქნება მოწყობილი გაბიონები, სანიაღვრე სისტემები და ფართე კომფორტული გზა. რაც მთავარია, ეს გზა მისცემს საშუალებას ადამიანებს, ზამთარ-ზაფხულ, ოთხივე სეზონზე იმოძრაონ. ანუ მეტი ტურიზმი, მეტი განვითარება, მეტი სატრანზიტო მიმოსვლა, ვფიქრობ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია მაღალმთიანი აჭარისთვის”. – აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.
წყარო: აიპრესი