თბილისის მერია საგზაო უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლებაზე კონკურსს აცხადებს

830

თბილისის მერია „საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების“ პროგრამაში მონაწილეობისთვის კონკურსს აცხადებს. საბუთების მიღება 15 აგვისტომდე გახანგრძლივდა.

მერია „ცნობიერების ამაღლების“ პროგრამას უკვე მეორედ ატარებს. პროგრამის მიზანია, ტრენინგების, კვლევების, აქციებისა თუ პოპულარიზაციის სხვა მეთოდებით ხელი შეუწყოს გზაზე მძღოლების, ქვეითებისა და ველოსიპედისტების მიერ მოძრაობის წესების გათავისებასა და პატივისცემას.

„იურიდიულმა პირებმა და არაკომერციულმა ორგანიზაციებმა სპეციალური ფორმით შევსებული განაცხადები ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში უნდა შეიტანონ. გამარჯვებულებს  მერიის, საკრებულოსა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებისგან შემდგარი კომისია გამოავლენს.“- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: იმედინიუსი