ქედაში ენმ-ს სამი წევრი “ევროპულ საქართველოში” გადავიდა

748

ქედაში “ნაციონალური მოძრაობა” რაიონული ორგანიზაციის ოთხმა წევრმა დატოვა. ესენი არიან, ზვიად თურმანიძე, იზოლდა ბარამიძე, ომარ ავალიანი და ამირან ბრომაძე.

როგორც ზვიად თურმანიძე “აიპრესთან” აცხადებს,ის იზოლდა ბარამიძესთან და ომარ ავალიანთან ერთად “ევროპულ საქართველოში” გადავიდა. რაც შეეხება ამირან ბროლაძეს, მას ჯერ არ გადაუწყვეტია, სად გააგრძელებს საქმიანობას.

„პარტია ნამდვილად დავტოვე. იმ პარტიაში ვერ ვხედავ პერსპექტივებს, პარტიის დატოვების მთავარი მიზეზიც ეს გახდა. ეხლა „ევროპულ საქართველოში“ გადავედი. ჩემთან ერთად პარტია ქალთა ოთახის ხელმძღვანელმა იზოლდა ბარამიძემ, პოლიტ საბჭოს წევრმა ომარ ავალიანმა და მეორე წევრმა ამირან ბრომაძემაც დატოვა. ჩვენ სამი გადავედით “ევროპულ საქართველოში” და ამირან ბროლაძეს ჯერ არ გადაუწყვეტია სად გააგრძელებს მოღვაწეობას“- განაცხადა „აიპრესთან“ ზვიად თურმანიძემ.

წყარო: აიპრესი