პარტია გირჩის წარმომადგენელი ცესკო-ში პარტიის მიერ წარდგენილი ხელმოწერების დათვლის პროცესზე დასასწრებად მივიდა.
როგორც პარტიის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხდა, დღევანდელი დღე ცესკო-ს მხრიდან სტანდარტული პროცედურაა და მათ კანონმდებლობა აძლევთ უფლებას, რომ ხმის დათვლის პროცესს დააკვირდნენ.
გირჩის წევრის განმარტებით, ცესკო ხმის დათვლის პროცესში ამოწმებს პარტიის მიერ წარდგენილი ხელმოწერების ნამდვილობას, სწორედ ამ პროცედურის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას ცენტრალური საარჩევნო კომისია გირჩის თვითმმართველობის არჩევნებზე დარეგისტრირების შესახებ.
პარტიაში მიიჩნევენ, რომ ცესკო-ს ნებისმიერი სახის გადაწყვეტილება პოლიტიკური სახის იქნება.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი